Thursday, March 26, 2009

პ2ფილი...


პროფილი.. პორფილი თუ როგორც არის..

”ტუფტა” ”ტუფტათა” შორის..

წამყვანიან-სიატუაციან-სტუმრებიანად...

გუშინ ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მექნა..

მეყმუვლა, მეცინა თუ მეტირა..

არა..

ეს სტუმრებზე არა...

მათზე სიცილი არ შეიძლება..

ასეთი რაღაცები ისედაც ყოველთვის გულთან მიმაქვს...

იმ ქალზე...

აუ...

სად აქვს ამდენი სიყალბე..

გადაირევა კაცი რა..

და მერე ეს სულელური შეკითხვები..

როგორ გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ...

უი, რას ამბობთ...

ყალბი დამორცხვება...

ყელშია..

მაგრამ ქართველთა სამმილიონნახევრიან ბრბოს ხომ სიამოვნებს?..

რატომ?

იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების 99% ეს არის....

და ამ კრიჭაშეკრულ ქალს თავი ნოვატორი ჰგონია...

არადა.. თემურმა გვითხრა,ასეთი გადაცემა სსრკ-ს დროს გადიოდა რუსეთზე და ობივატელები ცრემლებს ღვრიდნენო...

ვიღაცებს მოსწონთ.. 

დიდ ნაწილს, სხვათაშორის..

და საქმე იმაშია, რომ ყველამ იცის რა ტუფტაა.. იგრძნობა..

სიყალბის სუნი ტრიალებს ყოველ ხუთშაბათს საღამოს ათიდან შუაღამის თორმეტამდე..

მაგრამ...

იცით რას ნიშნავს მაგრამ?..

იმას, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს...

და ერთი შემთხვევა ამხსენდება..

პირველივე გადაცემაში, სეზონის დასაწყისში რომ იყო, ასეთი სათაური ჰქონდა: ”ომის შვილები”.. და  მოწვეული ჰყავდა გორელი ქალი, რომელსაც 13 წლის შვილი დაბომბვის დროს დაეღუპა, 4 წლის გოგონას კი თვალები დაეწვა და ნერვული შეტევა ჰქონდა..

და რა ჰკითხა ასათიანმა შვილმკვდარ, გაუბედურებულ დედას?..

თავს როგორ გრძნობთო....

გადარევა შეიძლება...

ამდენი არაპროფესიონალი და ცოლის ძმის სიდედრის ბიძაშვილის მეზობლის გარედეიდაშვილის დონეზე ტელევიზიაში მოხვედრა...

ამიტომ გვერხევა კოლექტიურად...

ისე, ეს ქართველები მაგრები ვართ..

ამდენ გაუნათლებელ, უნიჭო და სულელ ადამიანისებსრ ვიტანთ ეთერში..

სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით...

მაგრამ...

რა მაგრამ?..

არაფერი..

რაა რო?..

კარგი, დავლევ ახლა დამამშვილდებელ წვეთებს და წავალ უნივერსიტეტში...

თორემ ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება...

სიყალბეს კარგად ვეღარ იღებს კანი..


2 comments:

utvino said...

მეგონა ეგ ქალი მხოლოდ ჩემს ნერვებს ძიძგნიდა ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10ზე :პუკე:

vasasi said...

რას ამბობ, რომ ვუყურებ მზარავს, ტანში მცრის და კრუნჩხვასი ვვარდები, მაგრამ მაინც ვუყურებ, მის ყალბ მანერებზე რომ ვიკაიფო :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger