Tuesday, March 24, 2009

დავარქვათ.....


რა უნდა დავარქვა?.. 

დღეს დილას რომ გავიღვიძე მივხვდი, რომ skype-ში ერთი კვირაა რაც არ შემიხედავს.. 

კიდევ იმას მივხვდი, რომ ჩემი გამოსწორება არ იქნება არასგზით...

მე ხომ ყოველთვის მინდა რაღაც გავაკეთო, მაგრამ....

ჰოდა ეს მაგრამ...

და კიდევ, როცა გავიღვიძე, მივხვდი რომ იმას ვერ გავაკეთებდი.. 

მიზეზი ჩემშია, მაგრამ რესპოდენტებს ვაბრალებ გამუდმებით..

და ვნერვიულობდი, იმას რა ვუთხრა_მეთქი..

დამიწყებს მერე, როგორც ყველა ქართველი შენც შენი ნიჭი სადღაც უნდა ჩაფლაო და...

და მე სულ მიკვირს როცა ამას მეუბნება...

აი, ნიჭიერი ხარო რომ მეუბნება.. :უსერ:

იმიტომ, რომ ამას მეუბნებოდა ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი (ბავშვობაში ბნელ ოთხში ჩაკეტვის მაგივრად, დედაჩემმა დასჯიის ამდაგვარი მეთოდი შეიმუშავა და 7 წელი უსაშველოდ მტანჯა), ნიჭიერო ხარ, მაგრამ ზარმაციო და მე გულში ვფიქრობდი ცუდ რაღაცებს მასზე... და აგერ უკვე 5 წელია პიანინოს არ გავკარებივარ...

5 წელი!...

დედა, როგორ დავბერდი..

:შ

დარაბებს მიღმა გაზაფხულიაოოოოო....

უფრო სწორად, საშინლად წვიმს და სახლში ძლივს მოვედი ფეხით..

კალორიებს ვწვავ..

იდეა მომაწოდეთ რა, ვინმე კეთილმა ადამიანმა.. :)))


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger