Saturday, March 28, 2009

ერთად ვცხოვრობთ დიდ ფერმაში ია იაოოოო....



რაღაცნაირ აბდაუბდა ხასიათზე ვარ..

ახლა ვეძებდი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ტექსტს, რომელიც ვერსად ვერ ვიპოვე.. არადა, ძალიან მინდა.. და რადგან მინდა,  ე.ი. მოვძებნი, და რადგან მოვძებნი ე.ი ვიპოვი.. :)))

მოკლედ და კონკრეტულად, ცუდ ხასიათზე ვარ...

სევდისფერ ხასიათზე..

(ღმერთო ჩემო, რა პათეტიკური ვარ, საიდან ამდენი პათეტიკა?..)

რაღაცები ხდება გარშემო და დავიბენი.. ძალიან დავიბენი..

ისე დავიბენი, რომ მარტო სიტუაციებზე ვფიქრობ და სხვა, მაღალფარდოვან საკითხებზე ტვინის გავარჯიშების დრო აღარ მაქვს.. 

წადი, წყალი მომიტანე!..

აი ამას შევჭამ და მოგიტან...

და მერე ის ფრაზა დამავიწყდა...

ვედროიანი ბიჭის ფრაზა...

მაგრამ სულ იმას ვფიქრობ, რატომ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანები ვერასოდეს ხვდებიან და იაზრებენ ქვეტექსტებს?!...

ქვეტექსტებს მაშინ, როცა უწყინარი სიტყვა ქვეტექსტით არის დაფარული და არა მაშინ, როცა ქვეტექსტი არ არსებობს..

ანუ მაშინ კი არა, როცა კალამი არის უბრალო კალამი, არამედ მაშინ, როცა კალამი მარტო კალამი კი არა, სხვა მრავლისმომცველი საგანია... :))

ხანდახან დგება მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გგონია... 

და მერე დრო გავა და მიხვდები რომ მაშინ რომ გეგონა, ეს ის კი არ არის რაც შენ გეგონა,  არამედ ის არის, რაც შენ თავიდან გეგონა და მერე იფიქრე რომ აღარ გეგონა..

აი, მე მეგონა, რომ სულ ეგონა და აღმოვაჩინე, რომ არ ეგონა, ან მომატყუა, არ მეგონაო და მე სწორად მეგონა, რომ მას ეგონა და თუ მას არ მოვუტყუებივარ და მართლა არ ეგონა, ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვქონია საქმე და აქ უკვე ექსპერტის ჩარევაა საჭირო, რომელიც საეჭვოდ დუმს, რადგან მასაც ჰგონია, რომ მას ჰგონია და სინამდვილეში მას არ ჰგონია და თუ არ უთხრა არასოდეს არ ეგონება და ასეთი საქციელი კი დანაშაულია..

მგონი დანაშაულია...

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მას ჰგონია და ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდი...

და აქ ჩნდება კიდევ მეორე კითხვა: იქნებ მას სულაც არ უნდა, რომ მას ეგონოს რაც არის?..

ისე, ორი დღის წინ, ბატონ თემურთან ვლაპარაკობდით: როდესაც ადამიანები ერთმანეთთან ახლოს არიან და კარგად იცნობენ, მაშინ ყველაფრის ღეჭვა საჭირო არ არის, რადგან მათ ერთმანეთის ერთი საფეხურით მაღლა ესმით და ამით დროს ვიგებთ ერთმანეთთან ურთიერთობაში..

ჰოდა...

მე მგონი, ეს საკითხი გადაწყვეტილად უნდა ჩავთვალოთ...

არა, ჩათვლა კალკია.

უნდა მივიჩნიოთ...

მოკლედ.....

”ერთად ვცხოვრობთ დიდ ფერმაში ია იაოოოო...”

P.S. მოკლედ, ველოდები ფორუმიდან კლასიკის მოყვარულთა გამოხმაურებას...

იმედია ვიშოვი იმ ტექსტს და გავაჰიტებ ”დედა მატერის” შვიდივე სართულზე..

:)))))


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger