Sunday, March 29, 2009

ჩამასხდებიან ყორნები...


ლუდის სასმელად არა, რადგან ერთ მათგანს ლუდი არ უყვარს...

ისე, ჩამოსხდებიან ხოლმე, სიტუაციას ზვერავენ და ზვერავენ.. მეტი არაფერი..

ასე ყორნობაში გადის დრო. ხანდახან ლუდის მოყვარულ ყორანს ირონიულობა შეეპარება და ირონირებს, ლუდის არამოყვარული ყორანი კი მასთან ერთად იცინის ირონიის ადრესატებზე.

ამ ბოლო დროს ხშირად ხდება, რომ ყორნებს დედა ყორანი უერთდება. მაშინ ლუდის მოყვარული და არამოყვარული ყორნები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. ლუდის არამოყვარულია დედა ყორანიც და როცა ლუდის მოყვარულ ყორანზე ბრაზობს, წამოაძახებს, სულ მამაშენს დაემსგავსე მავნე ჩვევებშიო..

ასეა თითქმის ყოველდღე..

ყორნები ჩამოსხდებიან სამუშაო დღის დაწყებისთანავე და მისი დასრულების შემდეგ იშლებიან. ხანდახან არის სიტუაცია, როდესაც აბსოლუტურად სხვა ჯიშის ფრინველს (მაგალითად, მტრედს) სურს ლუდისმოყვარულ ყორანთან ერთად ლუდის დალევა. ამ დროს ლუდის არამოყვარული ყორანი და დედა ყორანი გავლენ ხოლმე განზე და იწყებენ უკმაყოფილო ჩხავილს. ოღონდ ამას ისე დიპლომატიურად აკეთებენ, რომ ჩხავილი თითქმის არ ისმის...

ლუდის მოყვარული ყორანი მეტად დიპლომატიურია. ამიტომაც, ცდილობს მტრედს არ აწყენინოს და თავს უქნევს, მასთან ერთად სვამს ლუდს, მაგრამ გამუდმებით აგრძნობინებს, რომ მტრედის და ყორნის ერთად ლუდის სმა ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.

შედეგი - ნული!..

მტრედი დაბრმავებულია ყორანთან ერთად ლუდის სმის სურვილით.. ყორანი ამით ერთობა, ხოლო დედა და ლუდის არამოყვარული ყორანი კი კვალვ გვერდზე გადიან და ჩუმად ჩხავიან..

დრო გადის, გადის დრო, დრო გადის, გადის დრო..

თქვა დიდმა ნიაზმა...

ჰოდა..

როდესაც სიტუაცია უცნაურ ხასიათს იღებს, ან რომელიმე ფრონტიდან ყორნებზე თავდასხმის სუნი იგრძნობა, ყორნები ყველაფერს ანებებენ თავს, ჩამოსხდებიან ხოლმე ერთმანეთის გვერდიგვერდ და ზვერავენ სიტუაციას...

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ერთად ტოვებენ პოსტს და გზაში შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს...

ლუდის მოყვარული, არამოყვარული და დედა ყორანი ერთობ სასიამოვნოდ ატარებენ დროს უცხო ჯიშის ფრინველების გარეშე...

ყორნები...

ყორნები...

იცით რას ამბობენ?..

ყორნების ტვინი ძალზე სწრაფად ვითარდება თურმე, მათ ზომასთან შედარებით გაცილებით ჭკვიანები არიან, უფრო სწორად, ჭკვიანი ტვინი უდევთ შავ თავში..

ჰოდა, მეცნიერებმა ისიც დაასკვნეს, რომ თუ ყორნის ტვინის განვითრება ამგვარი ტემპებით გაგრძელდა, ძალიან მალე მსოფლიოს ფრინველთა ეს ჯიში დაიპყრობს...

და მერე საინტერესო რაღაცები მოხდება...

ერთობ საინტერესო რაღაცები... ;)))))))


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger