Tuesday, March 31, 2009

ქაოსი....


რა ვიცი აბა?!..

ვიცი?.. არ ვიცი... :P

მოკლედ.. დიდებული დღე იყო, დიდებული!...

გადასარევი და კიდევ ერთხელ გადასარევი გადასარევთა შორის...

მოკლედ...

დღეს კიდევ ერთხელ დავასკვნით, რომ დროს არაფერში ვხარჯავთ..

უაზროდ ვატარებთ.. დავდივართ, ვწერთ,. ვკითხულობთ..

ბოლოს რა?...

მმმ...

ჰოდა...

დღეს სერიოზული დისკუსიის შემდეგ დრო იქნა დათქმული..

დრო, რომლის გასვლის შემდეგ თუ არაფერი შეიცვალა, ჩვენ იძულებულები ვიქნებით... უფრო სწორად, თავს ვაიძულებთ, რომ რაღაცები შევცვალოთ...

მგონი, ეს რაღაცები არცთუსასიამოვნო იქნება.. რა თქმა უნდა, ძნელია უარის თქმა, მაგრამ თავს თუ ორივე შემთხვევაში ცუდად იგრძნობ, ალბათ, ჯობს, სიყალბეს გულწრფელ დამოკიდებულებაში იგრძნო თავი ცუდად..

მაგრამ ვამბობდი კიდეც, რომ...

დისკომფორტია მაინც რა..

აი, რომ შეხვდები და ეტყვი, რომ მოგენატრა, ისიც გეტყვის, რომ მოენატრე, გაგიღიმებს, გაუღიმებ, რჩევას ჰკითხავ, მოგცემს, შენს ამბავს მოუყვები, თავს დაგიქნევს, მაგრამ ამის უკან ერთგვარი ისტერიული და ნერვული ფონი იქნება..

იმიტომ, რომ შენც იცი, რა არ გააკეთე და მანაც იცის, რომ შენ დაიკარგე..

და ეს ძნელია რა, შენთვისაც და მისთვისაც,

მისთვისაც ალბათ, იმიტომ, რომ მართლა ცდილობდა გადავერჩინეთ..

აი, ეს არის დისკომფორტი, მაგრამ როგორც მან თქვა, მეორე შემთხვევაში გაცილებით რთულად იქნება სიტუაცია.. და გზაში რომ დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ ეგრე იქნება..

თავის მოტყუება და მეტი არაფერი..

ვნახოთ რა შეიცვლება დათქმულ ვადაში...


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger