Wednesday, March 25, 2009

მე... და ის... და ფიქრი.. და გამოცანა...


ვიცი...

დიახ, ვიცი.. 

ვიცი, რომ უთხრა, დაურეკე და იკითხე, როგორ არისო...

და მითხარი მერეო...

მე არ ვურეკავო...

და ნეტა რატომ ეგ მაინც ვიცოდე...

და, საერთოდ..

რატომ ხდება ასე ხოლმე?..

ატეხილი ვარ?!..

ასე უზრდელურად და თავხედურად?..

თუ ის არის?..

თუ რა უნდა ვქნა ხოლმე?..

ან რა ვქენი?..

ვაზელინის სამმილიონიან რიგში ჩავდგე მეც?.

არ შემიძლია..

ხელი ამიცურდება...

ენა ამიცურდება და ვატკენ..

ვერ ვკითხულობ..

რომ ვიკითხე მერე ვინერვიულე..

მაგრამ ის მაინც ასეთია და საყვარელი..

ისე..

ხანდახან...

ხანდახან მგონი მე დავრბივარ ფლაკონით ხელში...

თუ არ დავრბივარ?!..

გავა ერთი-ორი წელი..

გავყიდი მე ჩემს ნახატებს..

უფრო სწორად..

ამოვიჩრი იღლიაში ჩემს დიპლომს..

ან ორ დიპლომს..

მაგრამ მეორეს ვერ გავქაჩავ მგონია..

ერთ დიპლომს..

და სადმე წავალ..

სადმე..

ან დავბრუნდები..

და მერე ან გერმანიაში წავალ ბეიბისითერად, ანდა მოჯაჰედებს შევუერთდები...

არადა მე ხომ არასოდეს მიოცნებია ასეთ მომავალზე..

ეს რეალური გაგრძელებაა..

უფრო სწორად..

რეალურია ასე მოხდეს...

იმიტომ, რომ კონკიას ზღაპრების არ მჯერა...

სასტიკად არ მჯერა...

და მე წინასწარ ვნერვიულობ...

რა ვქნა, ბატონო..

ნერვული ფონია შექმნილი მთელს ქვეყანაში და...

ჰოდა, ასე...

 მომინდა...

ახლიდან დაბადება მომინდა..

მაგრამ სხვანაირად...

ბაგაში არა...

არც ორთაჭალის სამშობიაროში...

არც მილოსზე...

სადმე...

ცივილიზაციაში..

იქ, სადაც ვაზელინი საჭირო არ არის..

სადაც, ვაზელინი გენეტიკით არ გადადის..

თემას გადავუხვიე...

რატომ არის ასე?..

როდემდე უნდა გაგრძელდეს?..

როდემდე?..

:ანერვიულებულაცახცახებულისმაილი:


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger