Saturday, March 28, 2009

აბდაუბდა


აბდაუბდა მივდიოდი მე ნელა..

იხვზე შევჯექ, კარტოფილი მეამა... :D

ჰოოოოოდააა,

ისა...

კედების დანახვაზე სულ ზაფხული ბოდიალი და მსგავსი რაღაცები მახსენდება..

საქმე რომ არაფერი გაქვს, უცნაურ ადამიანებს რომ არ უყურებ და იდიოტურად არ უღიმი.. როცა აკეთებ იმას, რაც შენ გინდა და როგორც გინდა... და ცხოვრება მოვალეობებით კი არა, სურვილებით არის სავსე..

მახსოვს ეს სიტყვები ცარომ მითხრა..

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და აქამდე არ გამნელებია, ცხოვრების ბოლომდე მეხსომება..

ნუ, შეძლებისდაგვარად შევეცდები, რომ მოვალეობები ჩემს სურვილებს დავუმორჩილო..

თუ გამოვა, რა თქმა უნდა...

მოვრჩეთ მაინც ამდენ ტუFტა სისულელეს და წავიდეთ ჯვარზე..

ხუთნი..

მერე სხვაგან წავიდეთ.. მერე კიდევ.. მერე კიდევ..

მერე რა იქნება არავინ იცის და შევირგოთ...

კედები...

თავისუფლება..

ბოდიალი...

და დღეს მე კიდევ ერთხელ მოვიქეცი ძალიან ცუდად...

თუ მარტო ერთხელ?..

არადა, სულ იმას ვფიქრობდი, უნდა ავათრიო ეს ოხერი_მეთქი..

არა, არ ვქენი..

ჰოდა ორ ძალიან კარგ ადამიანს ვატკინე გული...

ჩემთვის ახლობელ ორ ადამიანს, რომლებსაც ცუდი არასოდეს სდომებისთ ჩემთვის. არც მე და სწორედ ამიტომ დავწერე ის, რაც დავწერე, მაგრამ ასე არ უნდა მექნა.. უნდა დამეწერა, მაგრამ არა დამედო..

ისე, მოვიტყუე.. მასში მოვიტყუე ძალიან ბევრი.. იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და არიან....

მერე რა, რომ მე აქ ვარ და ისინი იქ.. 

დრო მოვა და მეც იქ ვიქნები..

ან ისინი იქნებიან აქ..

და დამჭირდებიან ისინი ისევე, როგორც შეიძლება დავჭირდე მათ მე..

კიდევ ის არის, რომ მე ვბოდავ..

სერიოზულად ვბოდავ!.. :D

არ ვიცი, ხანდახან მგონია, რომ სიამოვნებას მანიჭებს საყვარელი ადამიანების გულის ტკენა..

და თანაც ისე, რომ რასაც ვწერ, იმას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესა და ადამიანურ ურთიერთობებთან..

”ტუჩები” ეს შემთხვევა იყო... 

და მრცხვენია..

და მინდა..

რა მინდა?..

დავუმესიჯებ ახლავე და ყველაფერს მოვისმენ..


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger