Friday, March 27, 2009

ხერხემალი ამიცახცახდა...


ძილს ვაპირებ უკვე...

კი ვაპირებ, მაგრამ მინიმუმ ერთი საათი არ დავიძინებ...

ორი წუთის წინ გავედი აბაზანაში, კბილებს გამოვიხეხავ-მეთქი და სადაა კბილის პასტა?.. 

”პაახოოდშიიი”.. :D

ცოტა ავნერვიულდი, იმიტომ, რომ საკუთარი კბილები კედებზე მეტად მიყვარს..

და ახლა წარმოდგინეთ როგორ მიყვარს კბილები..

ჩემი ოღონდ..

და ისე გამოვიხეხე..

ყოველგვარი პასტის გარეშე.. :შ

ეჰ, ასეთი ხერხემალაცახცახებული მაშინაც არ ვყოფილვარ, ვიღაც უცნობმა ადამიანმა ოდნოზე რომ მომწერა, რა აგრესიულო ხარო და გაღიმებული დამტოვა..

რა დავუშავე მეც ისევე ვიცი, როგორც თქვენ.. :D

ეტყობა პრობლემა ჰქონდა..

ცუდი ამინდი იყო, იმან უარი ითხრა, ვიღაცამ თავში აგური ჩაარტყა და რა ვიცი კიდევ...

და მაინც ვერ მივხვდი იმას რა უნდოდა..

მერე დათომ, ჩემი მეგობარიაო...

ეტყობა, რომ დამინახა ისე აუცახცახდა ხერხემალი, როგორც მე მიცახცახებს ახლა და შევედი ბიჭის მდგომარეობაში, რომელმაც აგრესიული მიწოდა...

კიდევ მიცახცახებს..

მარტო ვარ..

ეული..

მიუსაფარი..

მეშინის..

არა..

მეძინის..

და არ ვიძინებ..

ან ამ სურათის შემხედვარეს რაღა დამაძინებს...

უცებ ჩემი ძმა წარმოვიდგინე, რა თქმა უნდა, ერბოკვერცხის მაგივრად და ვინერვიულე..

მიყვარს თურმე და აქამდე ვერ ვხვდებოდი.

ახლა დავურეკავდი, მაგრამ ეძინება..

რატომ არ ვიძინეებ?..

იმიტომ, რომ ადგომა მეზარება..

აუ, მაგარი ანეკდოტი გამახსენდა:

ქართველი იღვიძებს დილით და გამოდის აივანზე. იზმორება და იძახის, აუ, რა მაგარი საქმის კეთების ხასიათზე ვარ, აუ როგორ საქმის კეთების ხასიათზე ვარ, წავიდე, წამოვწვე, იქნებ გადამიაროსო...

ჰო...

ასეა...

ხერხემალი ისევ ცახცახებს...

წავალ, ეფექტი ფლუს დავლევ და დავწვები..

მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორც ბატონმა თემურმა მირჩია.. :)))))


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger