Friday, March 27, 2009

და მე ააარ მინდააააააააააა


სხვა ნეტაააააააარეეეეეეეებაააააააააააააააააააააააა

თუუუუუუნ მოოოვიიიიიააააააროოოოოოოოოო

მთელი სააააააამყააროოოოოოოოოოოოო...

ამოვიჩემე ორი თვის წინ..

ან იმის წინ..

და სულ ამას ვმღერი..

თან ყოველთვის მთელი ხმით..

და ეთერი რომ მიცნობდეს, აუცილებლად შევუყვარდებოდი, იმიტომ, რომ მისი ეს სიმღერა მშობლიური ”ალმა მატერის” მეხუთე სართულზე გავაჰიტე...

მერე მეოთხე სართულს მივაწვდინე ხმა, მერე მეექვსეს და ახლა ლექციაზე რომ ავმღერდები..

უკაცრავად, რომ ავღრიალდები, მთელი სამი სართული ბანს მაძლევს.. :D

და მე უკვე მრცხვენია..

ამ ბოლო დროს, მგონი ჩემი წყალობით, ეთო ხშირად ჩანს ტელევიზორში და რამდენჯერაც დაინახავენ ჩემი უნივერსიტეტელები (გლობალური ვარ) იმდენჯერ იხევიან სიცილით და მომდის მესიჯები..

და მეე აარ მინდაააააააააააააააააააააააა სხვა ნეტააააააარეეეეეებააააააააააააააა

და მე აუცილებლად უნდა დავაბოლოვო ხოლმე:

თუუუნდ მოოოვიიიააააროოოო მთეელიიი საააამყაააროოოო..

და ასე შევჭამე 4 დღეში 100 მესიჯი...

ერთი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით:

ეს სიმღერა ხომ ჩემთან ასოცირდება.. და მხოლოდ მისამღერის ორი ხაზი ვიცოდი..

ერთ მშვენიერ დღეს ფორუმზე დავპოსტე, უხერხულია და იქნებ როგორმე მისამღერის ორი ხაზი დამიწეროთ-მეთქი..

მეორე დღეს რომ შევედი, სიმღერის სრული გაშანშალებული ტექსტი და აუდიო ვერსია დამხვდა.. :D

ხაზთა სიუხვეში ბოლო ორი ხაზი ვერ დავიმახსოვრე და მობილურში ჩავიწერე, ამას არ დავჯერდი და რვეულშიც...

მაგრამ თუ არ ჩავიჭყიტე, ისე მაინც ვერ ვიხსომებ,...

არა, რა ახლა უკვე ახალი სიმღერა უნდა მოვიფიქრო, ავიტაცო და გავაჰიტო, თორემ გავეთერკაკულიავდი და ეგაა.. :D

- გვიყვარხართ, ქალბატონო ეთერ!..

ერთ-ერთი იუზერი forum.ge-დან..

მე არა!...

ნწუუუუ...


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger