Wednesday, March 25, 2009

ზეპპეეეე!...


როგორ მიყვააარრრსსსს...

როგორ...

როგოოორრრ...

როგოოორრ...

დღეს დილით ჩავრთე და დავტკბი...

whole lotta love...

და გამახსენდა პირველი სიმღერა, რომელიც მივისმინე...

ეს ის პერიოდი იყო, MP3 რომ ვიყიდე და დაყრუების გზას დავადექი.. და სიმღერებს რომ ვიწერდი, ერთმა, მოდი, ბარემ Kashmir-საც ჩაგიგდებო და..

და რომ მოვისმინე, ადგილზე მოვკვდი..

მერე სხვები დავძებნე...

მერე კიდევ..

მერე კიდევ...

და ის არის ყველაზე მთავარი, რომ უსმენ გიყოლიებს.. ექსტაზში გაგდებს თუ როგორ არის...

და ყოველთვის ვფიქრობ, ჩანაწერს რომ ასეთი მუხტი აქვს, კონცერტზე რა იქნებოდა.. 

და ვნერვიულობ ხოლმე, იმიტომ, რომ  Led Zeppelin-მა არ დამიცადა ჩემს დააბდებამდე 9 წლით ადრე გარდაიცვალა...

რომ არ გარდაცვლილიყო, ხომ შეიძლება სასწაული მომხდარიყო და როდესმე მღირსებოდა მათ კონცერტზე წასვლა?!

ერთი ამბავი გამახსენდა ამაზე:

ექსკურსიაზე ვიყავით წასულები კახეთში..

უფრო სწორად, სახელოსნოს იუბილე იყო და ჩვენი გადაცემები ვაჩვენეთ კახელ სტუდენტებს (ჩვენი პირობითად, თორემ ჩემი იქ არაფერი ყოფილა :( ) და რომ მოვდიოდით, როკსა და ჯაზზე ჩამოვარდა ლაპარაკი..

მე ვთქვი, Led Zeppelin უკიდეგანოდ მიყვარს-მეთქი და არ დამავიწყდება თემურის გაოცებული სახე...

ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ უსმენდიო..

და რატომ ვერ წარმოიდგინა ვერ დავასკვენი..

ეტყობა არ მეტყობა სახეზე...

გამიკვირდა და მერე გადამიკვირდა...

და დღეს მაქვს მისი ლექცია, ვიცი, რომ აი, ისე დამგრუზავს, ისე, ისე, ისე, რომ...

და ღირსი ვიქნები.. მერე რა, რომ თავს გავიმართლებ..

არა, ეს ზეპეს სიყვარულთან არანაირ კავშირში არ არის... 


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger