Friday, March 27, 2009

წარწერა ერთი სამარის ქვისა...


”ჰეი შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ლაჟვარდებიდან რომ იყურები,

ეს ჩემი სენი თუ დაგემართის, 

ამაზრზენი და განუკურნელი, -

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს

და მოიხადო, როგორც სახადი,

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ერთი თხოვნისთვის ნუ დამზრახავდი:

თუ მეცნიერის გონების ღონემ

უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, -

მაშინ მომნახე და მომიგონე

სამარადისოდ მიწად ქცეული!..”

                                                1941

ლექსები არ მიყვარს...

მარტო ლადო ასათიანი მიყვარს...

და მირზაც მიყვარს..

მაგრამ ლადო უფრო ძალიან..

ამ ლექსზე სულ მბურძგლავს...

განიცდიდა..

როგორ არა...

არ იმჩნევდა და ცდილობდა, არავის შეეტყო მისთვის, რომ გულგატეხილი იყო..

და ამ ლექსში ჩანს ყველაფერი...

ბოლო ხაზებზე მეტირება ხოლმე...

უფრო სწორად, სუნთქვა მეკვრის, ისე ძალიან მინდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო..

წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა რომ ეცოცხლა, რას დაწერდა..

ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე..

მის ერთ-ერთ ჩანაწერში ეწერა: ”რა იქნებოდა ტოლსტოისა და გოეთეს ხნის ბაირონი, პუშკინი, ბარათაშვილი ან ლერმონტოვი?..”

და ლადო ასათიანი?!...

გული მწყდება..

ღმერთი უსამართლოა, ძალიან, ძალიან...

არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, რაც დაუშვებელია, მაგრამ ეს ხდება...

მე ცუდი ადამიანი ვარ...

იმიტომ, რომ ყოველ დღე ვაპირებ ლადოს საფლავზე გასვლას და ვერ ვაბამ თავს..

მინდა დავჯდე, ვუყურო ქვას და წარმოვიდგინო, რას იფიქრებს ჩემზე...


1 comments:

utvino said...

მეც მიყვარს ლადო
უფრო სწორედ ბავშვობაში მიყვარდა
მას მერე ადამიანის სახე დავკარგე და ყველაფერი რაც ცოტათი მაინც მამსგავსებდა პიროვნებას, გადამავიწყდა
:((

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger