Thursday, April 30, 2009

აზრი ნომერი მინუს 0.98


აზრი.. აზრი და აზრი..

სად მაქვს მე ახლა აზრები?..

გაციებულ მდგომარეობაში ვიმყოფები.

სად გავცივდი, არ ვიცი ოღონდ. ასე, დილით რომ ავდექი, ტელევიზიაში რომ წავედი და იქიდან რომ მოვდიოდი, გზაში მივხვდი, რომ ყელი საეჭვოდ ამტკივდა.

არა, განა შევიმჩნიე რამე, მაგრამ..

მაგრამ მერე სახელოსნოში დაიწყო ყელმა ცახცახი და ისე დაიწყო, სასწრაფოდ გამოვვარდი და ჩავიფუთნე.

კიდევ კარგი, ადრე გამოგვიშვა დღეს..

მაგრამ მე ხომ ისეთი შრომისმოყვარე ვარ.. 

ეკა, ეპითეტს გართმევ და ჩამქოლე, არ დამინდო...

ჰო, მე ხომ ისეთი შრომისმოყვარე და სწავლასმოწყურებული უმადური ორფეხა ვარ.. (თეოდორს დავესესხები ადამიანის განმარტებაში)..

არ გაიშვა ჩემი შრომისმოყვარეობა და ზებუნებრივი ნიჭი არსად..

ისე, რა კარგია.. მართლა კარგია!..

მაგრამ ვხვდები, რომ მე ამას არ ვიმსახურებ.. ზარმაცი ვარ... ნუ, ქართველი და აქედან გამომდინარე..

არა, მართლა არ ვიმსახურებ..

:სინდისისქენჯნისსმაილი:

მაგრამ იქნებ ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ?..

არა, რა ზედმეტად.. :(

ვიაზროთ, მოიცა...

ერთთვიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ დავადგინე, რომ ცალმხრივი დეპრესია მაქვს, რომელიც ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს და იმაზე მეტად კარგ ხასიათზე, რაც საჭიროა..

ჰოდა ახლა იმის ფიქრში ვარ, როდის გამოვლის, ან გამივლის თუ არა და თუ არ გამივლის უფრო კარგ ხასიათზე ხომ არ დავდგები და, ეს ყველაფერი, არასერიოზულობაში ხომ არ გადაიზრდება?.. 

მგონი, ამ ყველაფერს ფაქტის წინაშე დაყენება უნდა... მაგრამ ეს აბსტრაქციული და თანაც ცალმხრივი დეპრესია როგორ გავხადო არააბსტრაქციული და თანაც ორმხრივი?..

უფრო სწორად, მარტო აბსტრაქციული.. ორმხრივი არ მინდა...

არა, არა, ვიტყუები, მინდა.. ორმხრივი დეპრესია მინდა..

უფრო კარგ ხასიათზე ვიქნები და უფრო დიდხანს ვიჯდები ბორდიულზე..

”ფანტის” ალუმინის ქილით ხელში..

რა თქმა უნდა..

მე კიდევ თვითკმაყოფილებამ მომიცვა..

თუ ძალადთვითკმაყოფილებამ..

ხერხემალი აღარ მიცახცახებს, კარგა ხანია ინტელექტი არ დამინთხევია არსად..

მაგრამ სინდისი ცახცახებს და...

და ისო, მეუბნება, რომ კარგი რა, გეყოფაო..

და მე ვეუბნები, არა არ მეყოფა, ახალ იწყება-მეთქი..

და ის, ცოდოაო..

და მე ვეუბნები, არა-მეთქი და ნუ მეუზრდელებიი...

არა რა...

ყელი მტკივა და ყელი რომ მტკივა, ტვინმაც ტკივილი დამიწყო..

:D

უაზრო აზრები შემომეჩვია. არც უაზრო. არაფერი. უბრალოდ, არაფერი.. აზრი არ ჰქვია ამას.

ხანდახან როგორ მტკივნეულია რაღაცები.

აი, დილით იღვიძებ და არაფერი, საღამოს შეხედავ, ანთია და ყველაფერი...

მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ყველაფერი ან არაფერი კი არა, გაბრაზება და გადაბრაზება დავარქვათ..

:D

ისე, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ხვდები, რომ ცარიელ ადგილს იმიტომ კი არ იკავებ, რომ ქმედითი იყო, არამედ იმიტომ, რომ ცარიელი ადგილი შეავსო..

ეს ისე, ინფორმაცია განსჯისათვის!


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger