Monday, April 27, 2009

აზრი ნომერი მინუს 0.99


კარგი ერთი!.. 

ისე დავიწყებთ ხოლმე აზრებზე ლაპარაკს, თითქოს მათ მნიშვნელობას ვხვდებოდეთ..

არადა, რა საინტერესო იქნებოდა რომ ვხვდებოდეთ...

დღეს ვფიქრობდით, ვფიქრობდით, ვფიქრობდით მანამ, სანამ ერთმანეთას შევხვდებოდით დღეს, მანამ, სანამ ლექციებზე ვისხედით, მანამ, სანამ კაფეში ვსაუბრობდით რაღაცებზე...

რაღაცებზე... ჰო.

ეთიკური მიზეზებით არ დავკონკრეტდები.

და მანამ, სანამ ცხრა საათამდე წრეზე დავდიოდით საბურთალოზე...

მაშინაც, სანამ რესპუბლიკურის ეზოში, შადრევანთან ვისხედით და აბსტრაგირებულ თემებზე ვსაუბრობდით, მაშინაც, როცა ფილარმონიასთან წასვლა გადავწყვიტეთ და შუა გზაში გაგვახსენდა, რომ შადრევანი ჩართული არ იქნებოდა..

მაშინაც, როცა ნახევარი საათი ვიდექით LG-ს მაღაზიასთან და ვცდილობდით, გამოგვეცნო რომელი იმპრესიონისტის ნახატი გამოჩნდებოდა პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე..

მაშინაც, როდესაც ამ პროცესში ადამიანები გაოცებულები გვაკვირდებოდნენ..

მაშინაც, როცა გამუდმებით ვიმეორებდით, რომ მათ მაქსიმუმ, 15 წუთი შეიძლება ხსომებოდა ჩვენი არსებობა..

მაშინაც, როდესაც მეტროს ჩასასვლელთან ვისხედით ბორდიულზე, ცას ავყურებდით და ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობდით...

უფრო სწორად, ჩვენზე.. ჩვენს გარემოზე..

მაშინაც, როდესაც გავაცილეთ ერთი ჩვენგანი და დავადექით სახლებისკენ მიმავალ გზას..

მაშინაც..

მაშინაც..

მაშინაც..

და ახლაც..

ვფიქრობთ! ვფიქრობთ! ვფიქრობთ!...

რანი ვართ! რისთვის მოვსულვართ! საით მივექანებით!

უფრო სწორად, რა მოჰყვება ყოველივე ამას?..

ჩვენ ხომ ძალიან, ძალიან, ძალიან..

ძალიან ბევრს ვფიქრობთ საკუთარ თავზე და ამ დროს გვავიწყდება საქმე, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია..

არა, არ გვავიწყდება.. უბრალოდ, ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ მისი არსებობა..

ისედაც, რა საჭიროა ზედმეტი რაღაცები. მთავარია, თავი კარგად იგრძნოს ადამიანმა..

და ეს ცხოვრებაც რაღაც ეტაპზე საინტერესოა ამ თვალსაზრისითაც..

ხანდახან მაინც ხომ უნდა გააკეთო ის, რაც გჭირდება იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო?..

ასე არ არის, მეგობრებო?.. :)

სისინ, ერთს რომ შენთვის შეჭამ, მეორე ჩემთვის და კიდევ ერთი სისინასთვის მიაყოლე..

მე ხომ შენში ვარ, ისიც შენშია და შენც ხარ ჩვენში ისევე, როგორც ჩვენ შენში.


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger