Sunday, April 26, 2009

აზრი ნომერი მინუს 1


ნეტა რომელია ეს?.
მიქელგაბრიელი თუ მეორე?..
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ადამიანებმა მის მოსვლამდე თანხმობით და გაგებით იცხოვრონ. უყვარდეთ ერთმანეთი, პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს, აღწევდნენ კონსენსუსს, იცოდნენ, რომ სწორია პანტომიმი და არა პანტონიმა (საროჭკა კიდევ შეიძლება)...

ღმერთო ჩემო, რა იდეალისტი გამოვედი..

:boli: 
არადა, საერთოდ არ ვარ ასეთი...
ისტერიკიაან!... :D

ისე, რა ამის პასუხია და ამ რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავში ეჭვი რომ შემეპარა იცით ეგ ამბავი?.. 
თუმცა, საიდან უნდა იცოდეთ, მე არ მომიყოლია და.....
სახლში რომ დავბრუნდი, სარკის წინ დავდექი და კარგა ხანს ვათვალიერე საკუთარი შებრუნებული ფიზიონომია...
დავაკვირდი, დავაშტერდი, კინაღამ სარკეში შევძვერი, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოვიტანე დასკვნა, რომელიც ინგლისურზე გამომიტანა ერთმა აგრესიულმა ყმაწვილმა.. :(

იცით რა მაკადრა?..
იცით რა?.. 
ღმერთო ჩემო, ნიკაპი მიცახცახებს!.. 

მითხრა რომ..
ლეიბორისტი ხარო!.. პარტიული ხარო!. ესაო, ისაო....

ყბა ჩამომვარდა და ავიკარი სამჯერ...
დავმუნჯდი, დავყრუვდი და დამეფსო ორივე თვალი...

და დღემდე ვერ მივხვდი, რატომ დაასკვნა ასე?!..

არადა, მე ხომ შალიკო არასდორს მიხსენებია, არც გრეჩეხა, არც "მალыშა" და არც სააკაშვილი... ეგ კი არა, მაისაშვილის გვარი არ მიხსენებია ერთი წუთითაც კი... :baby: 
ვიყავი ყოველთვის აპოლიტიკური არსება..
არა, ვიტყუები.. აპოლიტიკური არასოდეს არ ვყოფილვარ..
უბრალოდ, ვიყავი ყოველთვის საღად და პროგრესულად მოაზროვნე არსება...

:selbstzufrieden:

მე და ლეიბორისტი..
ან გრეჩეხისტი.. ან ირაკლიოქრუაშვილისტი ან ირაკლიალასანიასტი, ან სააკაშვილისტი, ან ვანოისტი, ან კოკოზვიადკონსტანტინეგამსახურდიასტი ან პუჩისტი.. :D
რა?.

პუტჩისტი?..
დავფიქრდები ამაზე!... ოღონდ...

ოღონდ კოკოზვიადკონსატანტინეისტი კი არა, ბოლოდან დავიწყოთ და კონსტანტინეზვიადკოკოისტი არ მიწოდოს არავინ, ამას მე სიკვდილი მირჩევნია..

:ანდეერძ:

აი, ყოველთვის ვჭედავ როცა მშია..

წავალ, შევჭამ და ბედნიერი დავუბრუნდები იმტერნეტსამყაროს.. :)))




0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger