Saturday, April 11, 2009

მიზანი ამართლებს საშუალებებს?


არ ვიცი...

ხანდახან მგონია, რომ ძალიან, ძალიან სულელურად ვიქცევი...
ხანდახან კი სულაც არ მგონია ასე...
რა არის მიზანი?..
მიზანი, ჩემი აზრით, არის ის სივრცეში გაღებული კარი, რომლისადმიც უნდა ისწრაფო, ისწრაფო, რომ როდესმე მიაღწიო..
და სიამოვნება მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ ამ მიზნის მისაღწევად ძალიან, ძალიან ბევრს იწვალებ..
პირადი გამოცდილებიდან.. :)


და ახლა რას ვაკეთებთ?..
უფრო სწორად, რას ვაპირებთ?.
და კიდევ უფრო ზუსტად, რას ვუპირებთ?..
ჩვენ თუ მე, ეს უკვე აღარ ვიცი...
მეცინება...
თან არ მეცინება..
მეცოდება..
თან არც მეცოდება...
მეც ვარ ცოდო...
უნდა ვიარო..
ვიარო..
ვიარო..
აი, ორშაბათს..
და მერე აღარ მომეწონება, ხომ ვიცი :(
და ისიც ვიცი, აღარ ვინერვიულებ...

არა, მართლა რას ვუპირებთ?. :D
ოო, აკი მზაკვრული გეგმები არ გვამოძრავებდა ჩვენ, სისინებს?.. :D

ოო, თურმე გვამოძრავებდა.. :D


არა, ეს რაც მოვიფიქრეთ, მე და ერთმა სისინამ ვქენით..

სამ სისინას ჯერ ტკბილად სძინავს და ხვალ დილით დავაწყდებით მოულოდნელი სასიამოვნო სიახლითურთ.. :))
და ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით ასისტენტები...
გადავუღებთ ფოტოებს, გავუკეთებთ პორტფოლიოს და გავაფრენთ!..

ცოცხით!...
შორს!..
უკიდეგანოდ!...

და მერე?..
მერე რა?..
არაფერი...
დავრჩებით ტრიალ, ამწვანებულ მინდორზე და ვუყურებთ ცოცხზე ამხედრებულს..
მას...
მას..

და ისიც გვიყურებს..
გვიყურებს, როგორ მოვიჩრდილავთ თვალზე ხელს.
და თანდათან დავპატარავდებით...
წერტილისოდენები გავხდებით...
და მერე სულ გავქრებით..

და გული დაგვწყდება..
მე ყველაზე მეტად..
მაგრამ რაღაც სასიამოვნო დარჩება..

მერე...
133 წლისა და ორ-ნახევარი თვის შემდეგ, როცა ჩაიზე შევიკრიბებით, გავიხსენებთ ამ ყველაფერს და გაგვეღიმება.. 
მეც...
იმედია..
და...
და არ დამწყდება...
სადღაც, მარცხენა პარკუჭის კუნჭულში...
ნეტა რა მოხდება?.
მოხდება?..
არ ვიცი...
არ ვიცი..
აბურდული ვარ...
დაბურდული...
გადაბურდული..
და..
ველოდები...
ველოდები...
ველოდები მიზნის ასრულებას...
რომლისკენაც ერთად მივდივართ მუშკეტერების პრინციპით!...
და ან გამოვა...
არ გამოვა...
ალბათ, არ გამოვა...
მაგრამ იმედი ხომ გვაქვს?.. :)))


და შანსი!...

106.9

:)))

ფოტო.....

ემოცია...
განწყობა...

და....


უნდა დავიძინო, თორემ გავსკდები ამდენი ფოტოს, ემოციისა და განწყობისაგან...




0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger