Thursday, April 16, 2009

ცხრა მთა გადავიარეთ...


დიახ, რატომაც არ უნდა გიყვარდეთ ჩემნაირები?.. 

რატომაც არ?..

დღეს კარგი დღეა, კარგი!..

და დიდი!..

და ნათელი..

და ლამაზი..

და საინტერესო..

და, რაღაც, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს...

ადამიანები ვიპოვე და ადამიანებმაც მიპოვეს მე!..

არა, სულ არ ვარ შეყვარებული,  სულ არ, სულაც არ!..

ნუ მაბრალებთ გულში რაღაცებს..

მე მეგობრები მყავს!..

აუუ, რა მაგარიაა!.. ვასასის მეგობრები ჰყავს!..

მეგობრები!..

ისინი კი არა, მეგობრები!..

და დღეს ერთად ვიბოდიალეთ მეგობრებმა!..

და ეს სურათი გადავიღე...

და კიდევ გადავიღე ამ სურათის ფონზე ჩემი მეგობრები..

და მათაც გადამიღეს მე!...

და...

და..

და..

და...

უფრო სწორად, ბევრი რამე გავიგეთ...

ვნახე კაფე სიონთან, სადაც ლობიანი ერთი ლარი ღირს და ლობიანია, და არა კარტოფილიანი ლობიანი!..

და...

და...

აღარ ვიცი!..

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს..

ასე მგონია, ცხოვრებაში ასე კარგად არ ვყოფილვარ!...

ერთხელ ვინერვიულე მხოლოდ:

დღეს ხომ დიდი ხუთშაბათია.. ჰოდა ქაშუეთში თორმეტგზის სახარება იკითხებოდა, ამ დროს  მიტინგზე იესოს სახელით ლაპარაკობენ გრეჩეხები, ხაინდრავები, მაისაშვილები და სხვები და სხვები.. ჰოდა მათი ლაპარაკი, ბრბოს ჭყივილი და ტაძრიდან დიაკვნის ხმა საოცარ კონტრასტს ქმნიდა!...

მე და ბავშვები კი საჯაროს წინ ვისხედით სკამზე, მშვიდად...

და მე ვნერვიულობდი!..

დიდი ხანია, საერთოდ, ვფიქრობ რაღაცაზე!..

ჰოდა ამომასხა!..

არ გამომყვნენ გოგოები!..

ხვალ მარტო წავალ, წავალ და ვიტყვი იმას, რაც სათქმელი მაქვს!...

როცა სათქმელი გაქვს, უნდა თქვა, თორემ მერე ინერვიულებო!>.

ჰოდა ვიტყვი ჩემს სათქმელს აუცილებლად!..

დღეს დიდი დღეა, დიდი!..

მართლაც რომ, დიდებული!..

ვააახ!..

არ ვარ შეყვარებული, სულაც არა!...

მეგობრები მყავს ვააახხ!...

მეგობრები და არა ისინი...

ისინი არა...

მეგობრები!...

ვაიმეეეე.. რა კარგია რომ ვარსებობთ!.. (sun)

და ასეთი კარგები რომ ვართ ხუთივე, დასამალი აბა რა არის?! (sun)


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger