Saturday, April 18, 2009

მინდა....


ეს მე არ ვარ...

არა..

მე როდის ვარ ქერა, შავგვრემანი ვარ და თან ისე საყვარლად.. :$

მინდა-მეთქი, სათაურში რომ ვწერდი..


აი, ახლაც ანთია ოქროსფრად თუ სტაფილოსფრად და მე ისევ ვნერვიულობ...
არა, არც ვნერვიულობ, უბრალოდ, ყელში მაწვება რაღაც...
და სულ ერთი კითხვა მიჩნდება საკუთარ თავთან: ვასასი, ყოველთვის რატომ აფუჭებ ყველაფერს, რატომ არ მოქმედებ ისე, როგორც იცი, რომ წესი და რიგია?.. რატომ ეძებ პრობლემებს?.

რატომ?..

რატომ?..

რატომ?..
და ამ შეკითხვების დასმის დროს მე ვწითლდები, თავს ვღუნავ და, რაოდენ საოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ცრემლები მადგება თვალებზე. 
მარტო ამ კონკრეტულ რაღაცას არ ვგულისხმობ მე!.. ყოველთვის ასე ვიქცევი, ყოველთვის.. მაზოხისტი ვარ!..
არა..
მარიტამ რომ მითხრა, ის ვარ..
და თუ არ გამოვასწორე...
რაღაცები უნდა დავიჯერო.. და მე არ ვიჯერებ..
რატომ?..
რატომ?
რატომ?..
რატომ გგონია, რომ მიუწვდომელია რამე შენთვის?..
როგორ უნდა გამოვასწორო ნეტავ ეს?.. როგორ?.. როგორ?.. ;(
მგონი, ეს არ სწორდება...
და მე ისევ სევდისფერ ხასიათზე ვარ.. და ამის გამო.. უფრო სწორად, იმის გამო პათეტიკაც შემომეჩვია..
აბა ეს სევდისფერი რა იყო?..

არადა, მართლა ეგეთ ხასიათზე ვარ და პლუს ამას, გარეთ საშინლად წვიმს.. 
და ესეც მიმატებს..
თორემ ჩავიცვამდი ჯინსს, მოვიგდებდი ზურგზე რუკზაკს და გორის ძველ უბანს დავლაშქრავდი სააღდგომოდ...
დავლაშქრავდი და ახალ აღმოჩენებს გავაკეთებდი..
თან იმ თეორიას მოვუბრუნდებოდი, რამდენიმე ხნის წინ რომ ჩამოვაყალიბე და მასზე ფიქრი დავიწყე..
ვიფიქრებდი ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე და გამივლიდა..

ჩამოვჯდებოდი გორის ციხესთან და დავაკვირდებოდი ქალაქში მოძრავ მანქანებს მაღლიდან..
რამეს ვიზამდი..
რამეს..
და გამივლიდა...
მაგრამ წვიმს..
წვიმს და მეც კომპიუტერს ვერ ვშორდები...
ვზივარ, ვეძებ ჰიტლერის შესახებ საინტერესო ფაქტებს და გამუდმებით ვუყურებ, თუ როგორ ანთია სტაფილოსფრად თუ ოქროსფრად...
და მრცხვენია...
რატომ არ ვიცი...
პათეტიკა შემომეჩვია....

 რა დასამალია, რომ მართლა ძალიან კარგი ვარ?.. :ბოლი:


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger