Sunday, April 19, 2009

უსათაურო...


მეორე დღე დაიწყო..
უფრო სწორად, მეორე დღე კი არა, მომდევნო დღე და გადავწყვიტე, სანამ მღვიძავს, მანამ ახალი პოსტი დავდო აქ...
თან ხასიათზეც ვარ, თან ხვალ ვერ დავწერ, არ ვიქნები ოჯახში და დღეს ხომ არ ჩავაგდებ?.. :)

დღეს საღამოს არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდებოდა, ხდებოდა ის, რაც ხდება ხოლმე: ანუ, ჩემი ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ძმები თამაშობენ სოკერს და მე ოლიმპიური სიმშვიდით ველოდები ადგილის გათავისუფლებას, რომ დავჯდე.. თან დროს არ ვკარგავ და რაღაცას ვკითხულობ..

მე ხომ გამუდმებული დროის კარგვის ფობია მაქვს..

ჰოდა ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როცა კარი გაიღო და ჩვენი ყოფილი მეზობლები გვესტუმრნენ, ჩვენს გვერდით სახლი ასე, 10 წლის წინ გაყიდეს და მას შემდეგ აქ არც ყოფილან.. 

და გამიხარდა რომ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არც ერთს არ ვიცნობდი...

გამიხარდა..
და გავიფიქრე, ადამიანები როგორ ცდილობენ ერთმანეთის შენარჩუნებას და რა კარგია ეს!...
რა კარგია, როცა ვინმეს რამეში გამოადგები... :))
ან არ გამოადგები..
ახლა, დღეს რომ მე მათი მოსვლა გამიხარდა, მათაც ხომ გაუხარდათ ის, რომ მოვიდნენ ჩვენთან?.. ანუ, წამოსვლის წინ ხომ ფიქრობდნენ, რომ გაგვიხარდებოდა მათი დანახვა...

:)

ვბოდავ.. ყურადღებას ნუ მომაქცევთ.. :D






0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger