Wednesday, April 15, 2009

რა არის სტუდენტობა?..


სტუდენტობა ჩემთვის რამდენიმე სპეციფიურ მოვლენასთან ასოცირდება:

1) ეს არის თორმეტ საათზე დაწყებული ლექციები, რომელთა შუაში სასტიკად მშია, ვიკიდებ ჩანჩალას და ჩავდივართ მეხუთედან პირველ სართულზე...

2) ეს არის საჭმელი, რომელიც ღირს ერთი ლარი და რომელსაც პირობითად ჰქვია ლობიანი, რადგან მასში მე, მარიტა, ჩანჩალა, იეკა და ნათია რამდენჯერმე წავაწყდით კარტოფილს..

მაგრამ რას ვიზამთ, სტუდენტები ვართ..(sun )

3) ეს არის შუალედურ გამოცდამდე საცხობში დალეული ლუდი და კარტოფილიანი ლობიანები..

4) ეს არის ინტრიგებით სავსე პერიოდი, როდესაც ერთი ბევრის წინააღმდეგ ხარ!..

5) ეს არის მარაზმის პერიოდი, როდესაც იძულებული ხარ უსმინო უნიჭო და სულელ არსებებს, მორალს რომ გიკითხავენ მაშინ, როდესაც თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვთ...

6) ეს არის გეგმებით სავსე პერიოდი, იმისა, თუ როგორ უნდა შევაბა აბსოლუტურად სხვა უნივერსიტეტის აბსოლუტურად სხვა საგნის ლექტორი და მსჯელობა იმაზე, თუ რას ვაპირებთ ამისათვის..

და რამდენ სიგჟეს ვაპირებთ...

7) ეს არის ადამიანების ერთობლიობა, რომელთანაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ და ბედნიერი ხარ, რომ არსებობ და არსებობენ ისინი შენ გარშემო!.....

8) ეს არის ზემოთ მოყვანილი სურათი, რომელიც დღეს ჭალაგანიძის შუალედურზე გადავიღე, ჩემი შუალედურის ფურცელზე კლეპტომანი და ამასთან, მთვრალი ჩანჩალასა და ეკას მიერ აწაპნული მარკერი და ფურცლებია მოთავსებული...

9) სტუდენტობა ეს არის პერიოდი, როდესაც პროცესში ხვდები, რომ ეს შენი საქმე არ ყოფილა...

10) და ბოლოს, ეს არის მესამე კურსი, და სამწუხაროა, რომ დრო ასე მალე გავიდა... 


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger