Thursday, April 23, 2009

ოჰ ეს კაფე სიონთან...


ოჰ ეს ტაიქოლდი!..

თუმცა ტაიქოლდი რა შუაშია.. ოჰ, ეს კაფე სიონთან..

პატარა, საყვარელი კაფე მოხუცებით...

ზუსტად ერთი კვირის წინ აღმოვაჩინეთ, საჯაროდან რომ გამოვბოდიალდით და ლობიანით ამოვსკდით..

აუ რა გემრიელი ლობიანი იყოოოო!...

ძალიან გემრიელი!..

ჰოდა, დღეს თემურის ლექცია უზრდელურად გავაცდინეთ, დილის ათი საათიდან საჯაროში წავედით, ვითომ ინფორმაციაზე მასალების მოსაპოვებლად, ორ საათამდე ვინერის კიბერნეტიკაზე ვიჭყლედით მარგარინებს, რომლითაც თავები გვაქვს ამოვსებული და მერე გავუდექით გზასა!...

ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებშია..

ჰოდა...

გზას რომ გავუდექით, საშინლად წვიმდა და ციოდა.. წავედით მოხუცების კაფეში..

თან ტელეფონებიც გამოვრთეთ, თემურს რომ არ დაერეკა, სად ხართ თქვე უსაქმურებოო..

აი, ასეთი საყვარელი თემური ლექტი გვყავს... :ბოლი:

თან სულ იმის გვეშინოდა, დაკეტილი არ დაგვხვედროდა, მე და ეკას ორი დღეა დაკეტილი გვხვდება ხოლმე და.. 

მაგრამ არ დაგვხვდა დაკეტილი.. ღია იყო, მაგრამ ლობიანი აღარ ჰქონდათ, ხაჭაპურებით და სახსნილო რაღაცებით აავსეს იქაურობა.. და რომ ვიკითხეთ ის საყვარელი და გემრიელი ლობიანები სად გაქვთო, გვითხრეს, გენაცვალე მარხვა გაიხსნაო.. და ვინერვიულე.. მერე რა, რომ მარხვა გაიხსნა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მე ლობიანს არ შევჭამ.. მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ მომავალ მარხვამდე ბებიების კაფეში ლობიანს ვერ შევახრამუნებ.. :(

ჰოდა მე და ეკა გავედით, ვიარეთ, ვიარეთ და ლობიანი ვიშოვეთ.. მერე ბებიებმა ჩაი გაგვიკეთეს და მოვსხედით..

არა, მართლა ძალიან საყვარელი და მყუდროა იქაურობა.. მერე რა, რომ ძალიან ციოდა, ვისხედით და ვლაპარაკობდით...

ვლაპარაკობდით და კიდევ ერთხელ ვლაპარაკობდით..

მკვდრებზეც, კუბოებზეც, ნათლიებზეც,  ეკლესიაზეც, აკაკი მინდიაშვილზეც, გიორგიზეც, აპარატზეც და და და და და და და კიდევ ძალიან ბევრ რამეზეე...

და მერე, იქიდან რომ წამოვედით, მიტინგზე მივედით, სადაც ვუთხარი, ამიშვით, სიტყვა მაქვს ამ ბრბოსთან სათქმელი-მეთქი და ვერ აგიშვებთო...

ეშინიათ..

ჩემი შეეშინდათ..

ნუთუ ასეთი საშინელი ვარ?.. :(

არ ამიშვეს გებელსის სიტყვების სათქმელად..:(

არადა, ყველა ადამიანში ხომ ღორი ცხოვრობს და ის ღორი ღრუტუნებს, და ჩვენი ამოცანა ხომ ისაა, ადამიანში ღორი ვაღრუტუნოთ მაშინ, როცა ჩვენ ეს გვინდა?!..

ჰოდა გამწარებული წამოვედი...

და ფეხით ჩამოვედი პოლიტექნიკურზე..

აუ...

ცუდად ვარ...

დროს ვკარგავ.. და თან რამდენს...

მე ხომ დროის კარგვის ფობია მაქვს, მაგრამ ისე საყვარლააადდდ...

რა უცნაურად მტკივა საფეთქელი და თავი...

და რა უცნაურად მიხურს ლოყები...

გავცივდი მგონია..

მაგრამ...

მაგრამ რა დასამალია, რომ ძალიან კარგი ვარ?..


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger