Friday, April 24, 2009

ბუზზზზ


მართლაც, დიახ, მართლაც!...

დღეს შემოაჯდა ცოცოხს და გაუყვა გზას ევროპისაკენ, თუმცა სანამ ცოცხს სხვები ზეთავდნენ დრო არ დაუკარგავს...

ისე კი, დიდხანს ზეთავდნენ, მთელი ერთი საათით მეტხანს..

პროცესის დროს მე დავიგრუზე.. ჯერ იყო და თეთრი კოსტუმი თუ ექნებაო, და მე დავაზღერთე, შავი კოსტუმი რომ აქვს ვიცი, და ზოლიანი პერანგი, ჩვენებურად ”საროჭკა”-მეთქი...

ჰოდა მერე განვიცადე...

დებიილ!...

და..

ცოცხიანისა და გუდიანის ამბები არ ვიცი მე, მაგრამ დღეს კიდევ წავედი იქ, საიდანაც აღა ბრუნდებიან..

უფრო სწორად, ბრუნდებიან, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ დავბრუნებულიყავი..

მაგრამ გადავიფიქრე.. 

ოხ, როგორ ქართველი ვარ და როგორ მიყვარს სერთიფიკატები..

და ჩინ-მედლები..

”ნიჭს ზენა აძლევს მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობასო”...

და მსგავსი რაღაცები...

და ვინც მიცნობს როგორ მიხვდება ქვეტექსტს...

ეგ კი არა, რომ დავიგრუზე, მერე რაღაცებზე დავიწყე ფიქრი.. 

მოკლედ, არ ვიცი რამდენად აღმოჩენაა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თავში დამარტყა: წარმოვიდგინოთ, რომ არაფერი არ არსებობს.. არც დედამიწა, არც სამყარო და არც ჩვენ!.. და ეს ყველაფერი ილუზიაა!...

აუ რა მაგარი ვარ, რა გენიოსი, რა ჭკვიანი, განათლებული!..

უფრო სწორად...

ვბოდავ..

ყურადღებას ნუ მომაქცევთ...

უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ მე ექვსს რომ წუთები აკლდა ხომ წავედი იქ, სადაც არ ბრუნდებიან, უფრო სწორად, მე აღარ ვაპირებდი დაბრუნებას და მაინც დავბრუნდი, და ორი ადამიანი (ტრადიციულად ის ორნი) დავტოვე იქ, სადაც ამ ბოლო დროს შევეჩვიეთ.

არა., სიონთან კი  არა, ”ალმა მატერთან”..

ჰოდა წავედი...

წავედი და მერე წამოვედი..

და გამახსენდა გუშინწინდელი...

აი, მე და მარიტა რომ მოვდიოდით რუსთაველზე, რომ წვიმდა და შარდის სუნით რომ ყარდა რუსთაველი..

ეგ კი არა, ადამიანები ყარდნენ...

საკუთარი არათავმოყვარეობით ყარდნენ...

თორემ რუსთაველს გაუვლის, ძალიან ბევრჯერ გაუარა და ახლაც პრობლემა არ იქნება..

ჰოდა..

ავტობუსით მოვდიოდი.. და დახლართული გზებით ვიარე ”აჭარამდე” რომ მიმეღწია..

რატომ?..

იმიტომ, რომ ვიღაცებს სკამებზე უნდათ!.

არადა, რა კარგად ვგრძნობ თავს და როგორ არ მაცლიან ცხოვრებას!..

და კიდევ:

დასკვნის სახით:

ადამიანებს სურთ ერთმანეთის სულებში ჩაძვრნენ, რათა უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი..

რა ვთქვი გაუგებარი?..

ღმერთო ჩემო!..

რა ბედნიერებაა რომ ვარსებობ?..

:ბოლი:

 


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger