Saturday, April 25, 2009

წუიმმმაა..


ისე საყვარლად წკაპუნობს ეს წვიმა, რომ გარეთ მინდა გუბეებში ხტომა  ქოლგით ხელში..

რაღაცნაირია.. უცნაური..

არა, უცნაური კი არა, სევდისფერი..

(ღმერთო ჩემო, რა პათეტიკურად ამომაჩემდა ეს უაზრო სიტყვა)..

დღეს გავბრძანდი გარეთ..

რა თქმა უნდა, ყურებში MP3, უქუდოდ..

ბიბლიოთეკაში მივედი და წიგნის ვადა გავაგრძელებინე.. 

ვინანე აპარატი რომ არ მეგდო ჩანთაში, არადა, სულ დავათრევ  და დღეს წასვლის წინ ამოვიღე, რად მინდა, მამძმებს-მეთქი..

ჰოდა.. 

კარგი სანახავი იყო ქუჩაში ხალხი რომ ფერადი ქოლგებით დადის, ნაცრისფერი რომ ადევს ყველაფერს, უცნაურად რომ ხმაურობენ მანქანები წვიმაში..

რატომღაც, მყუდროდ ვიგრძენი თავი.. შინაურულად..

და მომინდა რომ კიდევ ბევრი მეარა, მომესმინა ”Deep purple” -ს ”Child in Time” და თავი მყუდროდ მეგრძნო..

მერე რა, რომ ერთიანად ამოვიწუწე...

:)

ისე, ჩვენში დარჩეს და, არ მიყვარს ხოლმე ასეთი ამინდები, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე წასასვლელი ვარ (ბიბლიოთეკას კი არ ვგულისხმობ, 80 კილომეტრი მაქვს მხედველობაში, რამდენიმე წუთში რომ დავადგები..) და არ ვზივარ ჩემთვის მყუდროდ და თბილად და არ ვსვამ ჩაის..

და არ ვაყოლებ რამეს...

ვასასის მოშივდა...

მაგრამ ვასასი არაფერს არ შეჭამს, იმიტომ, რომ ვასასი სამი დღეა ჭამით სკდება..

ოოო...

დიადო საჯაროვ...

უფრო სწორად, დიადო კაფევ, სიონთან...

:)

კხმ!..

და რა სიცივე მოდის იქიდან, საიდანაც სითბო გინდა რომ მიიღოო..

სითბო კი არა, სიცხე, ჩამხუთველი სიცხე...

მაგრამ შენც არ მომიკვდე.. :D

ჰო.. ადამიანური ურთიერთობები ძალიან მძიმეა..

ზოგადად არის მძიმე..

განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველკლასელის პრინციპით იქცევი და ძალიან კარგად იცი, რომ საკუთარ თავს რთულ მდგომარეობაში აყენებ. ამას თავი დავანებოთ და ყველა გზას იჭრი....

და თან ისე მშვიდაადდ!...

მაზოხიისტ!. :@

ამას რომ თავი დავანებოთ, სულ მიკვირს რატომ ჰგონიათ გარშემომყოფებს რომ უარესობისაკენ შევიცვალე?..

რატომ?..

და რატომ მოითხოვენ ჩემგან იმას, რისი გაცემაც არ შემიძლია?..

არც მინდა და სურვილიც არ მაქვს...

ისე, ოპტიმალური გამოსავალი მართლაც რომ ამ ურთიერთობებისათვის წერტილის დასმა იქნება..

მაგრამ მერე რას იტყვისო საზოგადოებაო, ინტელიგენციაო, მეზობლებიო, სიდედრების გარებიძაშვილებიო.. ესენიო, ისინიო..

არადა, ამ სიტუაციაში ვინ იჭყილტება თუ არა ისა...

ისა კი არა, მე...

არა, ცოდვა გამხელილი ჯობს, მაგრამ ისე საყვარლააად...

პრინციპში, რაღაც ეტაპზე დაძირვა ხდება..

და გრძნობ, რომ იძირები..

ააა...

გამკლავებაო თუ რაღაც ასეთი..

მდას!..

სასწაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო..

დედა, რა უზრდელი ვარ..

დროს როგორ ვკარგავ ეე....

გამივლიიისსსს....

ან არა და..

ისე, აუტანელია სირაქლემას პოზა...

გაველ!..

გაველ და დაველოდები მოვლენების განვითარებას...

უფრო სწორად, ფანჯრიდან დავაკვირდები..


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger