Wednesday, April 1, 2009

ზღარბო, ზღარბო, ქაცვია.... :D


ზღარბო, ზღარბო ქაცვია,

ეს რა ქურქი გაცვია?..

დამიჩხვლიტეს ხელები,

მაგ ჩხუტუნა ნემსებმა.

ნეტავ შენი დედიკო

როგორ გელაერსება?..

 :D

აცქმუტბჟუტურებული ვარ....

რატომ?..

იმიტომ!..  :D

ჩანჩალა მომენატრა... შტერი ეგა!...

ჰგონია, სერიოზული რამე სჭირს, ამ დროს, უბრალოდ, გაციებულია...

არა, ეგრე არ მოუწერია, მაგრამ სერიოზულის ნიშნები მომწერა აშკარად... 

არადა ეს შუალედურები.. 

უზრდელურად ჩაკვეხდა სადაც საჭირო არ იყო!...

ამ ყველაფერს დღესვე გავარკვევ დიდ მაგისტრთან...

და მერე ამას ვინმე წაიკითხავს და კუდებს მოაბამს ჩემი ბედი რომ ვიცი!..  :D

და კიდევ მომენატრა ჩანჩალასთან ერთად მეგრული საცხობის გვერდით რომ არის ლარიანი ლობიან-კარტოფილიანი, იმის ჭამა. არც ისე გემრიელია, მაგრამ ლარი ღირს და არა 2.5!. და ეს როგორი საყვარელი არგუმენტიაააა..  :D

და კიდევ ინგლისურზე სიარული... 

არა, ამ ყველაფერს მარტო, ან კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ვაკეთებ, მაგრამ ჩანჩალა მაინც ჩანჩალაა..  :D

ამ სურათს ჰგავს საოცრად....

ეგეთი საყვარელია, ოღონდ ეკლები არ აქვს...

უზრდეეეელლ...

მომენატრე...

არადა, მართლა მომენატრა....

გარდატეხები ხდება ჩემს თავს...

მე და მონატრება?!..

აქაოდა გაზაფხულიაო და... 

ეგ კი არა, ახლა მივხვდი, რომ ადამიანი ვარ მეც და გამოხარდა...

 :D

დღეს... 

მეზარება...

ქართველი ვარ და რა ვქნა..

არა რა, მართლა თითო ნაკლი ყველას გვაქვს  :D

ხანდახან მგონია, რომ მიშას ვგავარ...

ყველაფერს ვედები...

ზაფხული მინდა...

ომის გარეშე.. :))))


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger