Sunday, April 19, 2009

(sun)

ქრისტე აღსდგა!...

(ჭეეშშმაარიიტაად!...)

გუშინ ღამის ხუთზე მოვედი სახლში და რა კარგად ვგრძნობდი თააავვვსს!...
მეღირსა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა მეღირსა და ბოლომდე დავრჩი!..

:))

ისა და...

რა ფერი შეიძლება იყოს მზე?..
და რამდენი?..
ბავშვობაში მახსოვს, ერთი ზღაპარი...
ჭანჭიკელას მოგზაურობა თუ რაღაც ასეთი..
პატარა, ჭანჭიკებისგან აწყობილი ბიჭუნა ნუცას სკოლაში დადიოდა, ბებია ჰყავდა და მოხუცი, კოჭლი მეზობელი კაცი..
და კიდევ ძაღლი ჰყავდა, დასაქოქი და ქოქია ერქვა.. ეს ძაღლი ლაპარაკობდა, ოღონდ უნდა მოგემართა და თუ არ მომართავდი, გადავარდებოდა და მერე ერთი საათი ეძებდნენ ხოლმე....
 
და ერთ მშვენიერ დღეს ეს ჭანჭიკელა, ქოქია, ნუცა მასწავლებელი, ჩაუხა (კოჭლი მეზობელი კაცი) და ბებია ჩასხდნენ კოსმოსურ ხომალდში და გაფრინდნენ კოსმოსში, სადაც მეტად საინტერესო ამბები გადახდათ თავს. ერთ პლანეტაზე სახელმწიფო აღმოაჩინეს, რომელშიც ხელოვნური მზეები იყო,რომელსაც რკინისგან ამზადებდნენ და დედამიწიდან უნდა გამოეგზავნათ რკინის მარაგი, თორემ ჭანჭიკელას გადაადნობდნენ..

მოკლედ...
ახლა ვხვდები, რომ ეს ზღაპარი გაგარინის კოსმოსში გაფრენას უკავშირდება.. :D

ისე, კარგი ზღაპარი იყო..
ფანტაზიას მიაქტიურებდა და მიყვარდა..
საერთოდაც, ზღაპრები მიყვარდა და დიდხანს ჩავრჩი ზღაპრების სამყაროში..
დრო კი გავაცდინე, მაგრამ ფანტაზიის განვითარების მხრივ ბევრი მოვიგე...

ჰოოდა...

ის მინდოდა მეთქვა, რომ ეს სურათი ლურჯი რომ გგონიათ, მზეა, ლურჯი მზე...
და მე ლურჯი ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ მყუდროა, წყნარი და ფანტაზიის საშუალებას გაძლევს: მშვიდად და აუღელვებლად..

აგერ, ხომ ხედავთ, არაფრის დაწერა არ მინდოდა, ან რა დავწერო ვერ დავამუღამე..
და ეს სისულელე გამოვიდა...

მაგრამ მე მიყვარს ჩემი დაწერილი სისულელეების კითხვა და... 

:ბოლი:





0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger