Friday, May 29, 2009

გა20ება მომილოცესს...


ძილი მენატრება ხოლმე. იშვიათად მძინავს ნორმალურად, თუ დავიძინე მკვდარივით. მაგრამ რა დაგაძინებს, როცა შუაღამის ორ საათზე კარაოკე ირთვება, დეციბელები ჯიგარში გირტყამს და ვიღაც ქალი უნიჭოდ გაჰკივის ხან ნატო გელაშვილის "ციიიიდაან ცვიიიიიივააააა ფაააანტეეეეელიიიიის", ხან "თბილისოს", ხან "ტაგააააანკაააას", და ხან რას და ხან რას.
ხმა და სმენა მაინც ჰქონდეს ამ უნამუსოს, გემოვნებაზე თვალებს ვხუჭავ. ან, არ იცის ჩემი გა20ების ღამე რომ არის და სულ რაღაც 2 საათის დაბადებული ვარ?.
არ უნდა შეიცოდოს ბავშვი?..
ეს კარაოკეს ხმები ახლოდან მესმის, მთელი სამი წელია, ამ დღეში ვარ და ვერ გავარკვიე, ეს მომღერალი პეპელა საიდან, რომელი კუთხიდან აფრთხობს ჩემს ისედაც დამფრთხალ ძილს..
ამას წინათ ყური მოვკარი ძილ-ღვიძილში, ერთი რომ ამბობდა, აქ სადღაც რესტორანიაო. არ ვიცი შეიძლება კიდეც მომეჩვენა, მაგრამ ახლა იმ კუთხის რესტორანს ვეძებ ამ თექვსმეტსართულიანების კვარტალში, საჩივარი რომ წარვადგინო იქ, სადაც ჯერ არს და ვერ მივაგენი. ისე, ჩემს გადასარევ სმენას თუ დავუჯერებთ, ეს გამოცხადებული უნიჭობა, უგემოვნობა და სიბოროტე მეექვსე სართულიდან იღვრება, საკონცერტო დარბაზი კი ჩვენი სამზარეულოს ზემოთ აქვთ მოწყობილი. მე არ ვიცი რა დაწესებულება აქვთ იქ, ტუალეტი, მისაღები თუ ზალя, მაგრამ ფაქტი ფაქტია, მღერიან რა!..
ისედაც, უცნაური ხალხი ცხოვრობს ზემოთ. თორმეტი საათი რომ გახდება ეტყობა, ჯიგარში აქვთ, ავეჯის გადაადგილებას იწყებენ. ჭერს ისეთი ზიპინი და წივილი გაუდის, ლამისაა იატაკის ჯოხით მივუკაკუნო ხოლმე..
ისე, ერთხელ ნამეტანი გვასიამოვნეს ღამის ოთხ საათზე. არ ვიცი აქ რომლის შეყვარებული ცხოვრობდა, მაგრამ მაგრად შლიდნენ ხმებში სიმღერებს ის ბიჭები რა, მართალია, გამეღვიძა, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენდი და ვნეტარებდი..
ამ კვარტლაში სიწყნარე იშვიათი ხილია..
ხან ისეთი გონაკობის ხმა ისმის, გაგიჟებას გამოვდივართ. სად ატარებენ ამ მანქანებს ვერ ვხვდები. ისეთი ვიწრო გზაა, ავტოფარეხში შესაყენებლად ორი მანქანა ვერ გაივლის ერთად. ასე შუაღამისას აყვავდებიან ხოლმე კოლექტიურად, მანქანის ბღულისა და საბურავების ხრჭიალს კაცების როხროხი და აღტაცებული ყიჟინა ემატება, ჩემს სიზმრებში კი კიდევ ერთი პოლიეკრანი ჩნდება აუტანელი ხმაურით.
შე ოხერო, ვიღაც ხარ, გაეთრიე და ვაჟაზე იგონკავე, რა საგონკაო ადგილი აქ ნახე?..
ისე, ხანდახან მართლა მგონია რომ ეს ყველაფერი მელანდება. ხანდახან კი არა, ყოველ დილას ასე მგონია, მაგრამ საღამოს ისევ იწყება არდავიწყება. ერთ დილასაც ვკითხე სხვასაც და მითხრა, არ გელანდება, მეც მესმისო..
აბა ახლა რანაირად მელანდება მითხარით!..
აგერ ყურთან გაჰკივის ეს ქალი, მენატრება მტრედები და გედებიო!.
გადი შე ოხერო ბაზარზე და იყიდე მტრედიც, გედიც, თახვიც და დამანებე თავი, დამაძინე, ჩემი გაჭირვებაც მეყოფა, რომ გავ20დი ის!..
ნამუსი არ აქვს ამ ხალხს რა!..
ახლა რომ ჩხავის აზრზე ვარ როგორი ქალია. ქერაა, სქელი, ჩაგოდრებული, ამოჭერილი რეიტუზი აცვია, ფარფარა ვარდისფერი საროკა, რომელიც ცელულიტებს არ უფარავს, იმდენი მაკიაჟი აცხია გასიებულ სახეზე, თითი რომ დაადო ჩაგეფლობა.
უი, ორნი ყოფილან, ორ ხმაში მესმის უნიჭო დუეტი!.. ეს მეორე ქალი როგორია, ფანტაზია არ მყოფნის. მორჩნენ ახლა დროზე, თორემ ისე დავრეკავ პატრულში, სინდისი და ხელი ოდნავაც არ ამიცახცახდება.
მეძინება!
მეძინება!
მეძინება ამოჭერილრეიტუზიანო ქალო, დამაძინე რა!..
ტფუი, ამ ამ შეუგნებელი ხალხის დედა!..
სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში. მერე გვიკვირს, რატომ არ გაანძრევს ხელს შსს და არ მოუვლის იმათ, ხუთი კაცი რომ საავადმყოფოში დაუწვინეს. მე იმ შსს-ს რა ვუთხარი ასეთ აშკარა დანაშაულზე რომ თვალებს დახუჭავს.. მიდი ვანო, რისი გეშინია, მიაწექი ბოლომდე ამ ტუალეტის ვირთხებს..
აუუ.. არ ჩერდება ეს ქალი..
ოცნებების წლებიი იწყებააააა მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყებაააააა..
ვაახ!..
შემობრალე შე ოხერო!
შემობრალეეე!..


P.S. ეს ნახევრად მძინარემ დავწერე შუაღამის ორ საათზე. კომპის ჩართვა ამის გამო არ ღირდა და ჩემს რვეულში მივჯღაბნე. დილას ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე ბოლგზე დამედო..

2 comments:

Natalia said...

გა20ებას გილოცაავ :)



პ.ს ისე,ამ პოსტისთვის შესაფერისი კომენტი იყო არა? :))

vasasi said...

გმადლობ.. :))

პ.ს. :2კისს:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger