Tuesday, May 5, 2009

:bis:

"Ray" ვნახე გუშინ!......       

და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, სად ვიყავი აქამდე-მეთქი!...  

ჰოოოდა...
მთელი ღამე ვუსმენდი მერე ჩემს MP3-ში რეის სიმღერებს..
ნუ, ბევრი არ მქონდა, რამდენიმე მქონდა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა...
უფრო სწორად...
ნუ.,.
ჰო..

როგორც არის...
   

და მთელი დილაა, იმის მიუხედავად, რომ გარეთ წვიმს, და მე წვიმა ჭირის დღესავით მეჯავრება, კარგ ხასიათზე ვარ..
ისე, ფილმები არ მიყვარს, მაგრამ, აშკარად უნდა ვნახო ხოლმე რამდენიმე ღირებული..

ასეთი ფილმები რა...

რაღაცები კი მაქვს ნანახი..

მოკლედ, არ ვარ კინომანი და მომკალით..  

ჰუჰ!..

   


ამგვარ ხასიათზე ვარ..

გამიარა მგონია და მიხარის!...

  

რა კარგიაააა!...

რა კარგიი!...

ერთი ის არის ცუდი, რომ იეკა ისევ ავად არის..

გადაცემის ამბავი, საერთოდაც, სუნი მომდის, რომ მეშლება..
და რა მახარებს არ ვიცი..
   

ამ ბოლო დროს საოცარი სურვილები მიჩნდება: აი, მაგალითად, როცა ერთად ვართ ლუდითა და "ფანტით", სურვილი მაქვს, ყველაფერი აპარატით გადავიღო და შემოვინახო..

(აუ, არ დამცინოთ რააა...) 

   

ჰოდა, დავდევ აპარატით და დამინახავენ თუ არა, რომ ჩანთისკენ ვიწევი, კილომეტრზე გარბიან..
ეეჰ...
რაღაც ვერ ვარ ხასიათზე..
თუმცა, აბა როგორ ვიქნები..
გარეთ წვიმს, სემესტრი მთავრდება, მე კი ონლაინჟურნალისტიკის ლექციაზე ვზივარ და პოსტს ვწერ იმის მაგივრად, რომ ავდგე და დავრეკო საქმეზე...

 
ხანდახან მსურს საკუთარ თავს შევუცაცხანო მაგრამ მერე ისევ გადავიფიქრებ ხოლმე..

კი არა, რომ ვუცაცხანებ, უარესს აკეთებს ჩემი თავი..

ჰოდა, ხარაკირი უნდა ჩავიტარო.... 

იფ, მზის ჩასვლისას რომ გამოვიტან ეზოში თეთრ ფარდაგს, მოვირთხამ ფეხს, გალესილ ბებუთს ავიღებ დაააა....

   

თუმცა, მე ხარაკირს ვერ ჩავიტარებ..

ჯიგაი უნდა ვსინჯო.,.
ეგ მეკუთვნის მე როგორც დიაცს..

   
მაგრამ აქაც პრობლემა გვაქვს...


ჯიგაის სამურაის ცოლები იკეთებდნენ ხოლმე..

მდას!..
აგერ, აქაც გავიჭედე...

არ არის ჩემი საშველი...

ხარაკირსაც რომ ვერ ჩაიტარებ კაცი!..


ეე..
ყველაფერთან ერთად, ამანაც გამიარა...

ჰოდა ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი...

          


P.S. ჩემს გა20ებამდე დარჩა 24 დღე...


            

 

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger