Friday, May 1, 2009

მწვანე ზონა ჩემს ლურჯ ბლოგზე



რა კარგი იყო დღეს, მეგობრებოოო!...

გულაღმა მწოლიარე მწვანე ბალახის სუნს რომ შეიგრძნობ, საღამოს ცას რომ დააკვირდები და გული ერთიანად ჩაგწყდება, მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს...

და რომ ამას მარტო შენ კი არა, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანებიც შეიგრძნობენ..

და ჩუმად არიან, სიმყუდროვე რომ არ დაარღვიონ..

და გინდა, რომ ეს წამები აღბეჭდო, იმიტომ, რომ გეშინია მალე არ დამთავრდეს..

და მე უკვე აპარატთან ვასოცირდები, პაპარაცულ მომენტებს რომ აღბეჭდავს ხოლმე...

ეს მე ისტორიისათვის მჭირდება ისევე, როგორც ის ძველი, სკოლისდროინდელი რვეულები..

(ღმერთო, რა მანიაკი ვარ.. :boli:)

ნუ, პროცესში მომდიოდა საინტერსო აზრები და იდეები თავში, მაგრამ აგერ, მოვედი და გამიარა..

არა, არ გაუვლია..

სულ მეშინია რაღაცის...

ჩემი..

ჩემიც არა...

ან..

არ ვიცი..

მაგრამ, რად გინდა, პროვოკატორები რომ გამოჩნდებიან ხოლმე სიცხის სახით..

აგერ, 39.1 აქვს ერთ-ერთ ჩვენგანს...

”ოჰ ეს ცხოოოვრეეებაააა...

უკვალოოდ ქრეეებააა...”

და რამდენჯერაც ეს ფრაზები ამომიტივტივდება თავში, იმდენჯერ მახსენდება მარიტა და აინტონაცია, რომლითაც ამ სიტყვებს ამბობს ხოლმე..

და მხიარულ ხასიათზე ვდგები..

ოჰ,

ყელი მიცახცახებს..

მწვანე ბალახიანმა და ნესტიანმა მიწამ დამცადა....

ნუთუ მეც ეკას მოვუწვები გვერდით და ავცახცახდები სიცხისაგან?..

მარიიტაა...

ეკას დიდი საწოლი აქვს და თუ რამეა და ცახცახი დაგიწყო სიცხემ, შემო, საბნის კუთხე ღიაა შენთვის...

ოღონდ ცივ ფეხებს ნუ მოგვადებ მაინც :)))

მე როგორი თავხედი ვარ, სხვის ლოგინში რომ ვეპატიჟები ადამიანებს..

:)


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger