Sunday, May 3, 2009

შემომასიზმრდა... :boli:

აი, ასეთი ზღარბი შემომასიზმრდა...
სადღაც თხრილში ვიყავი, სანგარივით იყო.. 
რა მინდოდა, არ მკითხოთ, მაინც არ მახსოვს...

ჰოდა, ჩემს ცხოვრებაში მესამე ფერად სიზმარში საიდანღაც გამოძვრა ზღარბი, შემაშინა და ჩემკენ რომ მოდიოდა, კატად იქცა...
წითელ კატად...
:D
და კიდევ უფრო შემაშინა.. :D


დილიდან ამ დრომდე თავი არ ამიწევია..
ინგლისურის ყველა ემა გავიმეორე, გრამატიკასაც გადავავლე თვალი და ვფიქრობდი, ინფორმაციაზე წერას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი..

ღმერთო ჩემო, რა უზრდელურად გარბის ეს დრო!..

სამაგიეროდ, გავისეირნე და ჩემი საუკუნის უნახავი კლასელი შემხვდა..
გათხოვილი იყო..
კი არა და, ორსულად იყო.. :D
თორემ, გათხოვილი რომ იყო, ეგ ვიცოდი, სამი წლის წინ გავიგე..       
კარგა ხანს ველაპარაკე და პროცესში ვოცდებოდი და ვოცდებოდი..
არასოდეს არ მქონია დაქალური და ძმობილური ურთიერთობა მასთან და რაღაც ახლა კარგად ავაწყვეთ..
ეტყობა, დრო რომ გადის, რაღაცები იცვლება..     
ურთიერთობებს ვგულისხმობსავით.. :D

ისა...

სადღაც მიდიოდა და გამომყვა, სახლამდე მომაცილა.. მე კიდევ თავხედურად ვუყურებდი და არ შემოვიპატიჟე სახლში..
არადა, ვიცოდი, რომ იმასვე ფიქრობდა, რასაც მე..
დედა, რა უზრდელი გამხდარა ეს ბავშვიო..       
და მე ასე გაღიმებული ვიდექი და ვისმენდი რაღაცებს..
ყოფით რაღაცებს, რასაც გადავეჩვიე..
უფრო სწორად, რასთანაც შეხება საუკუნე-ნახევარია არ მქონია..

თუ, საერთოდ არ მქონია?..   


ჰოდა.. ამასთან რა მოსატანია დააა... 

ძაღლუკა მინდა..
აი, ასეთი პატარა, საყვარელი და ბურდღლიანი ძაღლუკა..




კოკერ სპანიელის ლეკვუნა :)))


         

ადრე მყავდა მეც ძაღლუკა, მაგრამ...

ხარებას რომ ჩამოვედი გორში, აღარ შემომეგება..
ჰოდა ვიკითხე, ძაღლუკა სად წავიდა, უნდა მოვბურჯღნო-მეთქი და მოკვდა ძაღლუკაო..

და განვიცადე...

ძაღლუკები მიყვარს...

და ის ისეთი საყვარელი ძაღლუკა იყოოო...

არ გინდათ ვინმემ კოკერ სპანიელის ლეკვი რომ მაჩუქოთ?...

P.S. ჩემს გა20ებამდე დარჩა 26 დღე...

      





0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger