Monday, May 4, 2009

”აფხაზეთი - ტკივილის მხარე”


დღეს უნივერსიტეტში მივედი და ლექტორმა, ფილმები უნდა გაჩვენოთო..

ჯერ ვერ გავარკვიე, ამას რატომ ეძახიან ფილმს, როდესაც პუბლიცისტურ გადაცემასთან გვაქვს საქმე..

ამას თავი დავანებოთ..

ჰოდა, შევედით ლინგაფონის კაბინეტში და ვნახეთ ფილმი, რომლის სათაურიც აგერ, ანშლაგზე გამოვიტანე..

ეს დოკუმენტური ფილმი გადაღებულია მამუკა ყუფარაძის მიერ, ასე გვითხრა ლექტორმა, ეს კაცი არის "BBC"-ის წარმოამდგენელი საქართველოშიო..

ერთი სიტყვით, ადვილად რომ ვთქვა, სტუდია ”რეს” ფილმი ვნახეთ..

ეს გადაცემა გაკეთებულია 2003 წელს, ნუ, დაგვიანებულია, მაგრამ..

ძალიან ბევრი რაღაც იყო...

ნერვები ამიცახცახდა და ყელში ბურთი მომაწვა..

მართალია, არასოდეს ვყოფილვარ აფხაზეთში, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, როდესმე იქ ჩავიდე ისე, როგორც ქართველი..

მოკლედ, ნაჩვენები ძალიან ვევ რი რამ იყო, ის როგორი დანგრეული და განადგურებულია იქაურობა, როგორ გადადიან სოჭის საზღვარზე და როგორ ყიდიან მონაგარს...

რამდენიმე ქართველიც აღმოაჩინა ამ კაცმა სოხუმი-სოჭის მატარებელში, საოცარია, მაგრამ მათ თავიდან რამდენიმე სიტყვა თქვეს ქართულად, მერე კი მიაბეს რუსული..

გადავედი ჭკუიდან ეს რომ გავიგე..

ერთი ბებერი იყო, შვილები საქართველოში წამოვიდნენ და მე აქ დამტოვესო..

არა, მესმის, რომ ქართველებიც არ ყოფილან ანგელოზები იმ ომში, მაგრამ ჩვენი გამამტყუნებელი გაცილებით მეტი იყო იქ ნაჩვენები, ვიდრე აფხაზების.

და კიდევ: ქორწილის დღეს, წესად ჰქონიათ, რომ აუცილებლად უნდა გავიდნენ ომის დროს დაღუპულთა საფლავებზე..

და მეორე პლანი:

გალში გამართული ბაზრობაა ნაჩვენები.

მოკლედ, აფხაზები ისევ 90-იანებში ცხოვრობენ და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს..

ნუ, ექვსი წლის წინანდელი ფილმი იყო ეს, ახლა როგორ შეიცვალა სიტუაცია არ ვიცი.. არამგონია, რადიკალური გარდატეხები მომხდარიყო..

მოკლედ, ვუყურებ ამ ფილმს და ვსკდები გულზე:

ჩემი ჯგუფელები ხომ არაფრის ყურებას არ დაგაცლიან! არც თვითონ აინტერესებთ და ხითხითებენ უაზროდ..

აუ, ეს ლექტორი..

გადაცემაში ნაჩვენები იყო ინტერვიუ ორ გამვლელ აფხაზ გოგოსთან, ჰოდა იქ ვთქვი, რას ნიშნავს, რომ ჩვენი დევნილები იქ არ უნა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში-მეთქი..

ჰოდა, ლექტორმა თვითდაჯერებული იერით მომიგო, ახლა შენ რომ ვინმე შემოგეჭრას სახლში და გითხრას, რომ წადი, ადრე აქ მე ვცხოვრობდი, რას იზამო?..

ვაახ!..

გავაფრინე!..

და ჩვენებს ვინ დაეკითხა საკუთარი სახლებიდან რომ გამოყარეს?.

ეს ძალადჰუმანურობა მოგვიღებს ბოლოს!..

კიდევ ის გამახსენდა, რამდენიმე კვირის წინ ”ალმა მატერში” ამირან ამირანაშვილი გვეწვია..

ასეთი კაცი არსებობს, რუსეთის პირველ არხს უმზადებს დოკუმენტურ ფილმებს..

ჰოოდა...

რაღაცები გვაჩვენა..

რუსები და რუსეთუმეები მეზიზღებიან, მზად ვარ უიცილოპოჩტლის შევწირო..

და ვკითხე, რუსეთში რატომ ”მოღვაწეობ”, სამშობლო არ გაქვს-მეთქი?.

და იცით რა მიპასუხა?

იქ კარგად მიხდიან და მაფასებენ, აქ კი არავინ მაფასებსო!..

აი, ესენი ვართ ქართველები რა...

მთავარია, ფული და კარგი ცხოვრება!..

მოკლედ, დღეს აღშფოთებული გული იმით დავიმშვიდე, რომ ბატონ თემურთან შევედი და ვუსმინე საღ აზრებს!..

რა არის იცით?..

ვერ ვიტან ჭკუის დარიგებებს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ეს როლი არ ეკუთვნით..

ჰო, აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.

აბა რა!...

და თან, მოურჩენელი..

რუსების დედაც!..

:||||

:@


1 comments:

utvino said...

ვერ შეედავები
შეიძლება არ ეთანხმებოდა, მაგრამ ვერ, ვერ მოედავები
ერთხელ ცხოვრობს ადამიანი და უნდა მის საქმიანობას დამ(შემ)ფასებელი ჰყავდეს, რომელიც აქ არ ჰყავს ...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger