Wednesday, May 6, 2009

მდააასსს..


არ ვიცი ”რეის” ბრალი იყო თუ როგორ, მაგრამ ამ ორ დღეში სამი ფილმი შემომენახა.. ერთ-ერთი ანიმაციური.. ”მონსტრების კორპორაცია” თუ რაღაც..

ერთი საათია, რაც მისი ხილვა დავამთავრეთ და..

არადა, ჩემს ბავშვობაში, გაცილებით ფერადი და სასიამოვნო მულტფილმები გადიოდა ხოლმე.. 

რამდენიმე დღესაც მახსოვს..

ერთხელ ვნახე ჭიამაიაზე, ”ბასტი-ბუბუს” პერიოდი მწარედ მახსოვს, საღამოს შვიდი საათიდან მეორე საღამოს შვიდ საათამდე რომ ველოდებოდი და მთელი კვირა რომ გრძელდებოდა..

მოკლედ, ჭიამაიაზე იყო მულტფილმი..და-ძმა იძინებს და ჭიამაია გაეჩითებათ.. ციდან კიბე ეშვება და იმ კიბით ჩამოდის.. ეს ჭამაია ხეიბარია და ზღაპრულ ქვეყანაში უნდა წაიყვანოს ესენი, რათა ფეხი დაუბრუნონ..

ერთი სიტყვით, კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ ის სასიამოვნო შეგრძნება მახსოვს..

აქამდე მაქვს გამოყოლილი და მეტი რაღა..   

გუშინ ღამე კი, ფეხბურთის პარალელურად ”სამასი” ვნახე ”საქართველოზე” ჰოდა მომეწონა..

მერე რა, რომ ძალიან ჰგავდა ”გლადიატორს”, განსაკუთრებით, საფინალო ეპოზოდში..

თავთუხები და რამე..     

ტექნოლოგიურად კარგად იყო გაკეთებული, ახალი ეფექტებით დაააა...

და მომაბეზრებელიც არ ყოფილა არანაირად.. 

ჰოოოდა...

შევეჩვიე ფილმებს..   

აუ, ამ უნივერსიტეტში გადამდგეს!..

ხანდახან მგონია, რომ ეს ლექტორები მეკაიფებიან, მაგრამ მერე მე და რამდენიმემ აღმოვაჩინეთ, რომ კი არ გვეკაიფებიან, მართლა ასე ფიქრობენ რაღაცებს..

და, საერთოდაც, დასპეცებულები არიან არაფრის თქმაში..

ისე კარგად გეტყვიან არაფერს სხვადასხვა ციტატებით, ისე დაგახვევენ თავბრუს სხვადასხვა ქვეყნის კლასიკოსებით და ნაკლებად ცნობილი მწერლებით, რომ შარს ვერ მოსდებ..

მერე, სხვადასხვა რომანის გმირების საქციელის მაგალითზე რომ გვიხსნიან რაღაცებს და დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ გაუნათლებელთა თაობა ვართ და დედამიწის ზურგზე არაფერი არ გაგავეგება, ცდილობენ გვიჩვენონ, თუ რა ღრმაა მათი ცოდნა და ინტელექტი, მაგრამ ვაი მაშინ, როდესაც მშვიდად ვამბობთ, რომ გადასარევად ვიცნობთ ამ წიგნებს...

ოოო...

რამდენიმე დღეში ამ საკითხებზე ლაპარაკის სურვილი ეკარგებათ...    

კიდევ, ის არის რთული ასატანი, იმ ადამიანებისგან რომ მოდის ჭკუის დარიგებისა და განათლებასთან დაკავშირებული რჩევები, ვისაც ამის მორალური უფლება არ აქვს..

არა, განათლებას კი არ ვეხები, უბრალოდ..

ტუფტაა თავიდან ბოლომდე და ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. შენ ხომ ხვდები ამას, და თვითონაც ხომ ხვდება და ხვდება, მაგრამ იმიიჯ...      

და, საერთოდაც.. ჩემი უნივერსიტეტული მოღვაწეობის სამი წლის მანძილზე რამდენიმე გვარის, ჯურის, სახეობის ლექტორთან მქონია შეხება..  და ყველა სტანდარტულია.. ერთმანეთს გვანან..

ინკუპატორის წიწილებივით რა..  

ნუ, ის არ ითვლება, თავისთავად....

სისხლის სამართლის დანაშაული მისი ყველას გვერდზე დაყენება..

ღმერთო, რასაა რომ ვფიქრობ?..       

არადა, ჩემი ლექტორები აუცილებლად წაიკითხავენ ამ პოსტს..   

და მეც სწორედ მაგიტომ ვწეერ!..

ხალხო, გამოასწორეთ რაღაცები რა!.

არ შეიძლება, ამას აღარ ვჭამთ!...

რა საყვარელი ვარ, ღმერთო ჩემო!..     

რაღაც ადრე მოვედი სახლში და რა გავაფუჭო იმას ვფიქრობ..

მაგრამ გასაფუჭებელი არაფერი დამრჩა მგონი...   

რაც გასაფუჭებელი იყო, უკვე გავაფუჭე.. 

    

უჰუუუ!...

      


1 comments:

iasamani said...

omg
რა ამბავია ამდენი სმაილიკები ა?
ისედაც გადამიცისფრდა თვალებში ყველაფერი ფონის და ტექსტის შემყურე...
ხო სამასზე დღეს ვამბობდით, რომ მთელი ფილმი მარტო ბლუსკრინია ))) არ ვარგა ზოგადად რა

პ.ს. ბლოგროლში გამატებ და შენც დამამატე
პ.პ.ს. ბლოგსპოტზე ბლოგის ქონა ცოდვაა, წორდპრესი ჯობია )))

აუ და ეს ვორდ ვერიფიკეიშენი მოხსენი რა

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger