Friday, May 8, 2009

ვიცოდი მეე,....


ჰო, რა იყო, რა გიკვირს და რატომ ცახცახებ, შენც ხომ იცი, რომ ასე იქნებოდა?!

პრინციპში, არაფერიც არ იქნებოდა ასე, შენ რომ არ დაგეჯერებინა, ასე არისო და ყველაფერი არ გაგეკეთებინა იმისათვის რომ ასე ყოფილიყო მართლა..

ჰოდა იჯექი, უყურე ეკრანს და გასკდი ბედნიერებით თუ უბედურებით შე მაზოხისტო!..

აი, სამი დღეა ისეთი ვარ, დანა პირს არ მიხსნის..

ღირსი ვარ, აბა არ ვარ?!

მაგრამ მაინც მეცოდება საკუთარი თავი..

ამის გამოა თუ არც არის ამის გამო, რომ გულს ვერაფერს ვერ ვუდებ და ეჭვები მღრღნის..

ეჭვები კი არა, ისა..

ჰო თუ არა..

არც ეს..

და, საერთოდ, არაფერიც არ მღრღნის, უბრალოდ, საკუთარ თავს ვაჩვენებ, რომ რაღაც მღრღნის..

აი, მთელი დღეა დავდივარ წინ და უკან, არაფერიც არ მომხდარა..

უი, რა კარგია.. დილა გათენდა, მზე ანათებს, იმას ისევ სიცხე აქვს, რესპოდენტს უნდა დავურეკო, უი, არ იღებს, მთელი დღეა გავსკდი რეკვით.. იმას შერყევა აქვს, ინფორმაციაზე მოხსენება უნდა დავწერო, უი, გუბეში ჩავვარდი, აგერ, მომშივდა და გამხმარი კარტოფილიანი ლობიანი ვჭამე ”ალმა მატერთან”..

- გამარჯობა,

-როგორ ხარ?..

- მოდი, გაკოცო..

- ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები!..

- წადი შენი!..

- უი, როგორ სხვანაირი ხარ?.

- რატომ აღარ ღადაობ?..

- კარგი რა..

- ოი, შე საყვარელო..

- აუ, როგორ გახდი შენ ეე?..

და დაბნეული ღიმილი..

აღარ შემიძლია..

ხანდახან მინდა, რომ სადღაც გავიქცე, დავიმალო და გადავიკარგო..

ცხრა მთას იქით და იქ ახალი ცხოვრება დავიწყო..

სულ ნულიდან..

მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევი?

არადა, ეს ყველაფერი მართლა სისულელეა..

განა რამე, უბრალოდ, ამაყი ვარ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა და ამპარტავანი ორმაგად!..

და არავის არაფერს არ ვპატიობ კიდევ!..

არაფერი არ მავიწყდება არასდროს..

რა შუაშია და..

ხანდახან მინდა რომ სადმე კუთხეში მივიკუნჭო და გული მოვიოხო..

ხანდახან კიდევ მინდა რომ ვიყვირო, ვიხავლო, რაღაც დავანგრიო, გავტეხო და ეს უარყოფითი ემოცია გამოვუშვა რომ მწამლავს..

ისე, რაღაცების გამოხატვის ფორმებსაც აქვს თავისი მნიშვნელობა რა..

რას და როგორ გამოხატავ..

და იმისათვის, რომ ადამიანმა გაიგოს ამ აბსურდიდან რამე, კარგად უნდა გიცნობდეს..

და როდესაც საერთოდ შეხება არ აქვს შენთან..

რა უნდა გაიგოს, ან რა არის გაფუჭებული...

თუ, როგორც არის..

მართლაც და მართლაც, არავის არ აინტერესებს ის, რაც შეიძლება ისეთ ადამიანსაც კი აწუხებდეს, როგორიც მე ვარ..

მე კიდევ, რატომ ვარ რაღაცების ვალდებული ვერ ვხვდები!..

ჰო, ვერ ვხვდები..

ათასი და კიდევ უფრო მეტი პროფესია არსებობს, რომლის შეთავსება ყველა ჩვენგანს უწევს.. 

და ჩვენს ნამდვილ მეს ვმალავთ ხოლმე..

ხშირად ისეთი რაღაცებით, რაც ჩვენი მეს აბსოლუტურად საწინააღმდეგოა..

მივედები ისევ..

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს დამპალი ცხოვრება მართლაც, როლების თამაშია და ის იმარჯვებს, ვისაც კარგი მსახიობური ნიჭი აქვს..

და ვისაც არ აქვს..

კი არა, ვინც ექსპერიმენტებს ატარებს, იმას ერხევა საბოლოოდ..

ჰო რა..

რთულია გაიღიმო მაშინ, როდესაც ღრიალი, ტირილი, თეფშების დამსხვრევა გინდა..

მაშინ, როდესაც არავის დანახვა არ გსურს და უნდა უსმინო მის პრობლემებს და რჩევები აძლიო..

მაშინ, როდესაც გინდა ოცდათხუთმეტი ლეიბის ქვეშ შეძვრე და დაემალო საკუთარ თავს..

:სირაქლემასპოზისსმაილი:

და არ გამოდის ეს პონტი რა..

უნდა..

უნდა..

უნდა..

უნდა..

მართალი იყო ცარო, როცა მითხრა, თამარ, ცხოვრება სურვილებით კი არა, ვალდებულებებით არის სავსეო..

და მახსოვს, როგორ აღვშფოთდი ამ ფრაზაზე და ზვიადად გავიფიქრე, არაფერიც, ყველაფერი ყოველთვის ისე იქნება, როგორც მე მსურს და ვერავინ გაბედავს დედამიწის ზურგზე ჩემს შეწინააღმდეგებას -მეთქი..

და შევცდი..

ახლა კი არა, კარგა ხნის წინ მივხვდი, რომ შევცდი..

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ცარომ ეს სიტყვები მითხრა.

ჰო, ზუსტად ვიცი, რომ ეს სიტყვები არ დამავიწყდება არასდროს ჩემი ცხოვრების მომდევნო ოცდაორმოცდასამოცდარაღაცა წლების განმავლობაში... ანდა, რამდენიმე საათის, წუთის ან წამის განმავლობაში..

წინასწარ ხომ ვერაფერს იტყვი..

ჰო რა..

გული მეღრღნება შიგნიდან..

და როდის გამივლის არ ვიცი..

ერთორსამოთხხუთკვირაში ალბათ..

ან მანამ, სანამ..

სანამ..

მოკლედ...

კი არა, ზუსტად ვიცი, რომ არ გამივლის მანამ, სანამ ყველა რიტუალს წესის მიხედვით არ აღვასრულებ..

აი, მაგიტომ ვეღარ ვღადაობ, ვხდები, ვეღარ გიტანთ..

და კიდევ..

ნუ მაბრალებთ რა რაღაცებს...

იმიტომ, რომ მართლა აზრზე არ ხართ ვინ ვარ და რა შესაძლებლობებით...


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger