Saturday, May 9, 2009

ესე ამბავი საცხობებისა..


დღე არაპოზიტიურად დაიწყო...
ჯერ იყო და, ღამის სამ საათზე დაძინებული იძულებული გავხდი, ცხრაზე ავმდგარიყავი, ჩამეცვა ის, რაც ხელში მომხვდებოდა და წავბოდიალებულიყავი "ერთსულოვნებაში" ანთროპოლოგიის საკითხის განხილვის ჩაწერაზე დასასწრებად.
პრეტენზიები არ მაქვს...  
მაგრამ, სახლიდან რომ გამოვედი და დავუყევი დაღმართს...
საწყალი საცხობი..  
საწყალი...
შევხედე და ამ მდგომარეობაში დამხვდა.
ჰო, თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ იცით რა კარგი 40 თეთრიანი ქადები იყიდებოდა?..
ჩემნაირ გაუმაძღარსაც ყოფნიდა.. 
და სულ მინდოდა, მათი ლობიანი მეჭამა, მაგრამ ქუჩაზე გადასვლა მეზარებოდა და აქეთ მხარეს ვყიდულობდი ხოლმე. და აწი, აღარასოდეს ვიყიდი მანდ..
ვერც იმ 40 თეთრიან ქადებს და...
და, საერთოდ, რა მეშველება ფინანსური კრიზისი რომ დაადგება ჩემს საფულეს?..

ეს საცხობების თემა მტკივნეულად დგას ჩემს წინაშე..
მახსოვს, სამი წლის წინ, დაღლილი რომ ამოვიდოდი ხოლმე აღმართზე, ერთი სიმპათიური საცხობი იყო. სადაც ლობაინი 60 თეთრი, ხაჭაპური კი 70 თეთრი ღირდა.
ჰოოოდა..
ერთ მშვენიერ დღეს გამოვიარე და ლობიანი ღირდა 70 თეთრი.. გული ამიცახცახდა, მაგრამ ვიყიდე..
გაიარა ერთმა, ორმა, სამმა, ოთხმა ან შვიდმა კვირამ და ლობიანი 80 თეთრი გახდა..
ერთ მშვენიერ დღეს კი, საერთოდაც, 1 ლარი გახადეს..
სიმწრით გადავიხადე, იმიტომ, რომ გემრიელი ლობიანი იყო და თან დიდი (არ ვიცი მართლა დიდი იყო, თუ თავს ვაჯერებდი, დიდია-მეთქი..  

მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, დაღმართს რომ ჩამოვუყევი საყვარელი რუკზაკით ზურგზე და MP3_ით ყურებში, საცხობი დახურული დამხვდა.
გავატარე, ვიფიქრე, ამათაც დასვენების დღე აქვთ-მეთქი..
მაგრამ საღამოს არ გახსნილა, არც მეორე საღამოს, არც მესამეს..
და ჩვენ გადავცხოვრდით მეორე ნაპირზე გახსნილ თონეში, სადაც ლობიანიც იყიდებოდა.. ცოტა ოვალური ფორმა ჰქონდა, მაგრამ გემრიელი იყო..
ნუ, არ შეედრებოდა დახურული საცხობის ლობიანს მაგრამ...

ძალიან მალე, ამ საცხობში დაიწყო სარემონტო სამუშაოები..
გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი ან შვიდი კვირა და საცხობი გაიხსნა...
ჩვენ გიხაროდა..
   
მაგრამ...
მაგრამ პირველივე შენაძენმა იმედები გაგვიცრუვა..
ჯერ, ლობიანი იყი ძალიან პატარა და არასიმპათიური, მერეც, ისევ ერთი ლარი ღირდა კი არა, რამდენიმე დღეში მოუმატეს და 1-20 გახდა და მერეს მერეც, ძალაინ ცუდად იყო შიგთავსი შეგემებული..
და მე გავბრაზდი და მას მერე მანდ არაფერი მიყიდია..

ასე და ამგვარად, გადავცხოვრდი ჩემი საყვარელი უნივერსიტეტიდან, დაახლოებით, ას მეტრში მდებარე საცხობში, სადაც იყიდებოდა ლობიანი.
დიდი...
უზარმაზარი..
უგემრიელესი..
მაგრამ, რად გინდა..
მთელი 2 ლარი ღირდა..
და მე და 2 ლარი..  
ჰოდა ვიყოფდით ხოლმე მე და ჩემი რომელიმე ჯგუფელი..
მერე, ლობიანი რომ ყველგან 1.20 გახდა, მანდ 2.5 გახდა..
ასე გათავხედდნენ და.. და მერე ჩვენ იძულებულები გავხდით, მიგვეტოვებინა ეს თავხედი საცხობი და გადავსულიყავით გვერდითა საცხობში, სადაც ლობიანი 1 ლარი ღირს, მაგრამ მთლად ლობიანი არ არის, გამხმარი კარტოფილიანი ლობიანია. მაგრამ ჩვენ არ ვიმჩნევთ და ვჭამთ..
ვჭამთ როცა გვშია..
და ყოველთვის გვშია ორი ლექციის შემდეგ..

ჰოდა, რატომ დავწერე ამდენი?!
იმიტომ, რომ მართლა ძალიან მეწყინა ამ საცხობის დანგრევა.. თან, რაღაც ანტიკვარული იყო..
დოლიძის გემრიელი პური ცხვებოდა..
კიდევ, ცოტა ავნერვიულდი, მეორე საცოხბის ისტორია რომ მოგიყევით, ისე არ დაემართოს მაგ საცხობსაც დააა...  

მომშივდა თუ როგორ....



0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger