Sunday, May 10, 2009

რაა?..


პარაპამ, პარაპარაპარაპამპამ! პარაპამ პარა პარაპარა პარაპარაპამ...
მოცაარტ...

რა?..
არა, მთავარი ეს კი არ არის, მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი, პური ღირდეს იაფი და სოლოლაკელ ბომჟებს არ მოკლებოდეთ ჭერი საკნებისა...
არა, არც ეს არ არის მთავარი..
და, საერთოდ, ცხოვრებაში მთავარი და არამთავარი არ არსებობს..
ცხოვრებაში ყველაფერი ერთია..
უბრალოდ, ხანდახან ემოციებს ავდევთ და ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ფრაგმენტებს პრიორიტეტებს ვანიჭებთ ხოლმე...

მოკლედ, ჩემი თავისა თუ კიბერნეტიკის გადამკიდე, კიდევ ერთხელ ვიჯერებ, რომ ძალიან ჩლუნგი ვარ.. 
(ნუ, არ მესმის ეს კიბერნეტიკა და რა ვქნა, არც პროფესიულია ისე, ჩვენში რომ დარჩეს და არაა აუცილებელი რომ ვიცოდე, მაგრამ არ გაწყენსო დაა..)
დღეს დილის ცხრა საათიდან საღამოს ოთხამდე ვიჯექი ჩემს ყვითელ ოთახში და თავზე მეყარა წიგნები.. წიგნები კი არა, ქსეროქსები, ქსეროქსებიც, წიგნებიც და რვეულებიც.
ინგლისურისა და გერმანულის ლექსიკონები, ტექსტები, მენეჯემნტის ფურცლები..
ოო, ღმერთო ჩემო.. რამდენ რამეს ვეჭიდები ერთად?!..
ჰოდა ვწერდი ასე ინფორმაციაზე რაღაცებს..
რა რაღაცებს, ამ დროის მანძილზე ექვსი ხაზი ძლივს დავწერე...
ნუ, მართალია, წერის პროცესში ხელი წამიცდებოდა ხოლმე ჰაინრიხ ბიოლის "უკაცო სახლისკენ", მაცდურად რომ იდო ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრზე, მაგრამ გონება სძლევდა გულს და ვდებდი ადგილზე ოხვრით...

მოკლედ, მაგრად გავბრაზდი საკუთარ თავზე. მივატოვე ჩემი საყვარელი ყვითელი ოთახი, ავიღე აპარატი და გავუყევი გზას.
მაგრამ რომ გავედი, ფოტოების გადაღების მუღამმა გადამიარა..
არა, "ჭუპა-ჭუპა" მაინც გადავიღე..    
და კიდევ გავუყევი გზას..
ჯერ ვიფიქრე, ძველ უბანს მივადგები-მეთქი, მაგრამ დამეზარა.
რა, ქართველი არ ვარ?!..
დამეზარა და გავუყევი პირდაპირ გზას..
გზად შემომხვდა მთავრობის სახლის წინ მდგარი სტალინის ძეგლი. შევხედე და შემეცოდა, ჩემსავით მიძონძილი იყო..
მაგრამ იმის გამო კი არა, რის გამოც მე, უბრალოდ, ომის შემდეგ ხალხი რომ გაუვლის ხოლმე, თვალებზე ხელს იფარებს დაა..
მივდიოდი,ვწრუპავდი ჩემს საყვარელ "ფანტას" ალუმინის ქილიდან და ვფიქრობდი, იქნებ სტალინი იმიტომ არის მიძონძილი, რომ მე ორი კვირაა გორის გეგმიურ შემოწმებაზე არ ვყოფილვარ,მაგრამ ვიფიქრე, მაპატიებს მშობლიური ქალაქი, მე ხომ ასე თავხედურად მივატოვე-მეთქი მაგრამ მერე გამახსენდა, რომ  ქალაქებს სული არ აქვთ და არც ქანდაკებებს ..    

და კიდევ გავუყევი გზას...
რამდენიმე იდიოტური ფოტო გადავიღე.. პარკში მწვანე იყო დაა...
და რომ მოვედი, ახალი ფოტო ჰქონდა დადებული მწვანეში..
კი არა, მინდორზე..
სავარაუდოდ, იპოდრომზე..
და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვფქრობდი, ვფიქრობდი და არ მიცახცახებდა გული, რომ ვნახე რომ ენთო, გული ისევ ამიცახცახდა..
და, საერთოდ, რა ღირსია რამის რაა...
  

ერთი სიტყვით... იდიოტურ დღეებს რა გამოლევს ცხოვრებაში..
ასეთები უფრო მეტია რა...
ოო..
რა მოხდება, როდესმე მაინც რომ..
აი, სულ ცოტათი..
სულ...
სულ..
სულ..
სულ..
მაგრამ ჩემი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მეუბნება, ჯერ ვერ ვამუშავებ ვერაფერსო და შენ კიდევ მაგარი სულსწრაფი, დაუხედავი, არაადეკვატური და მაზოხისტი ხარო..
და მე ვნერვიულობ, ამას რატომ მაბრალებ-მეთქი, არადა, გულის სიღრმეში ხომ ვიცი, რომ ჩემი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო არ ცდება.. არ მატყუებს და ყოველთვის სწორია..
:ცაციასმაილი:
ნუ, პრინციპში, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა...
ჰოდა, ეს სურათი ძალიან მომწონს.. 
ხომ არ მეცადა?
  



0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger