Tuesday, May 12, 2009

ღრრრ


ჰო, ასე ხდება ხოლმე!..

ასე ხდება!..

შარშანდლიც კარგად მახსოვს...

ოთხი ინტერვიუ თავიდან ჩავწერე... 

ჟურნალისტისთვის ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ არა სტუდენტისთვის..

რა გინდა, საერთოდ, რატომ უნდა დაგითმო დრო..

და გივადებენ და გივადებენ..

ერთი თვე დავდევდი!. ერთი თვე!..

მერე ჩაიგდებ სიმწრით ხელში, უზომოდ ბედნიერი მოიტან კასეტას, ჩართავ და რას ხედავ!... ხმა არ აქვს გამოსახულებას!..

ჯერ შეშდები, მერე ტელევიზორს ხმას ბოლომდე უწევ, იქნებ, ხმის პრობლემაა, მაგრამ არა!.. არ აქვს ამ დედააფეთქებულ გამოსახულებას ხმა!..

და არ ვიცი რა...

ხომ გავაფრთხილე!..

ხომ მილიარდჯერ ვუთხარი, შეამოწმე, შეამოწმე!.. შეამოწმე ეს ოხერი მაშინდელივით რომ არ ვიწვალო!..

შევამოწმე კი!..

მაგის ბრალიც არ არის..

ჭედავს ეს ოხერი..

მაგრამ..

ისე, მეც კარგი ტიპი ვარ!.. შე ოხერო, ხომ იცი როგორ ხარ მოწყობილი! ხომ იცი, რომ ეს ოხერი მარჯვენა ნახევარსფერო მუშაობს გიჟივით და თითქმის ყოველთვის წინასწარ იცი რა, როგორ და რანაირად!.. ჰოდა, რომ მოდიხარ გადაღებიდან, ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ დაძალე თავი და შედი იმ ოხერ სადღაც და შეამოწმე ჩანაწერი რა!.. შეამოწმე ეს დედააფეთქებული!

არა... მეშინია.. ვერ ვბედავ!..

ვერ ბედავ და იყავი ასე!...

რა ჩემი ფეხები უნდა ქნა ახლა?..

როდის ის კაცი გამოჯანმრთელდება!.. ყოველ დღე სახლში ხომ არ უჯდები კამერით ხელში და ერთსა და იმავეს ხომ არ ალაპარაკებ?

უხერხულია, ბოლოსდაბოლოს, შეგრცხვება ამის დედა!..

თან არ გამოდის ასე..

არ არის ესთეტურიც და ის, რაზეც იმ ინტერვიუში ლაპარაკობდა, კოსტუმში უნდა ილაპარაკოს!.

ვააა..

ვერა რა..

ვერ ვისწავლე ჭკუა!..

ვერააა!..

ხვალ კიდევ ერთი ინტერვიუ მაქვს...

არ ვიცი როგორ გადავიტან!..

ჭკუას კი ვისწავლი, და მოვიტან თუ არა, გადავამოწმებ, ან იქვე გადავამოწმებინებ.. 

როგორ უნდა დავიწყნარო ნერვები არ ვიცი რაა!...


3 comments:

ზენობია said...

ცუდია...

დამშვიდდი!
მერე უფრო მეტ წინდახდულობას გამოიჩენ!

ტექნიკა ხო ისეთ დროს ჭედავს, რომ .. თან ისე მოულოდნელად :(

iasamani said...

ვაიმე, გული დამეწვა...
წარმატებები შემდეგისთვის ;)

vasasi said...

gmadlobt tanagrdznobisatvis...

:yes:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger