Friday, May 15, 2009

მე და ბავშვები, ბავშვები და მე..


ოოო.. არ ვიცი რამდენად მორალურ ჩარჩოებში ჯდება ის, რომ მე ბავშვებზე გადავწყვიტე დაწერა..

რამ გადამიბრუნა არ ვიცი..

არც ის იფიქროთ, რომ ვასასის ბავშვები შეუყვარდა..

სულაც არა..

უბრალოდ, ბავშვებს უყვართ ვასასი ისე, გამონათქვამი რომ არის: ”მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო..”

ჰოდა, ასე თანავარსებობთ მე და ბავშვები, სხვადასხვა სივრცეში..

კარგად მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, ახლობლების საზოგადოებაში გავამხილე, ბავშვები არ მიყვარს-მეთქი და რაო?..

ისე შემომიტიეს, ვიფიქრე, ხომ არ გადავხტე, ძირამდე სული მაინც არ ჩამყვება-მეთქი..

და მერე, ამას ჩემი შვილი როგორ ვანდოოო..

და მე არაფერი არ მითქვამს..

მოკლედ, ბავშვებს უყვართ ვასასი და ვასასის არ უყვარს ისინი. ამაზე შევთანხმდით.. 

მაგრამ მათთან ურთიერთობის დროს ვცდილობ, საკუთარ ნერვებს გავუფრთხილდე, არ ავყვე პროვოკაციებში და ველაპარაკო მათ ისე, როგორც დიდებს..

და, დღეს რომ ვფიქრობდი, მივხვდი, რომ მათ სწორედ ეს მოწონთ..

რამდენიმე ხნის წინ ნათესავის ბავშვს ვითომ ვეთამაშებოდი..

არადა, რა მაქვს სათამაშოდ საქმე, რა მოვიმოქმედო აღარ ვიცი..

კი არა, რამდენი ბალიშის ქვეშ შევძვრე ერთდროულად...

ჰოდა...

ვეთამაშებოდი და აღმოვაჩინეთ მკვდარი პეპელა..

და პეპლებს რომ ვხედავ, კილომეტრზე გავრბივარ, ისე მეშინია..

ეს ბავშვი კი დაჟნებით მიმათრევს პეპლისაკენ..

ჰოდა ვეუბნები, ახლა პეპელასთან ზავი უნდა დავდოთ-მეთქი და მოლაპარაკებაზე გაგზავნი..

ბავშვს ხერხემალი აუცახცახდა, ვერ მიხვდა ან ზავი რა იყო, ან მოლაპარაკება..

არადა, რატომღაც მეგონა, ხუთი წლის ბავშვს უნდა სცოდნოდა...

ჰოდა.. გავოცდი..

გავოცდი და მერე ისევ გამოვოცდი..

ამან ჩაიარა..

ჰოდა, გუშინ იპოდრომზე გავედით..

და ბებია და ბაბუა პატარა ქერა ათუკას ასეირნებენ..

ჰხოოდა ეს ბავშვი საეჭვოდ მომიახლოვდა მაშინ, როდესაც მე და მარიტა თავშექცევით ვისხედით სკამზე და ლობიანებს ვჭამდით..

ჰოოოდა...

ეტაკა ეს ათუკა ჩემს ჭუჭყიან ფეხსაცმელს..

ვაათქოო.. პატარა ბიჭი, ჭუჭყიანია, ხელს ნუ კიდებ-მეთქი და ლობიანის ბოლო ლუკმა შთავნთქი.. მერე,  ეკას და მარიტას გამოვართვი პარკები და, როგორც მახასიათებს ხოლმე, ბურთი გავაკეთე..

დედაა..

ეს პატარა ბავშვი გადაირია ამ ბურთზე და მომეციო.. ასე თავხედურად მომადგა..

წაიღე-მეთქი, ოღონდ, ამას ნუ დააგდებ ძირს, რომ გახვალ, ნაგვის ურნაში ჩააგდე-მეთქი.. მართალია, ქართველი ხარ და გენეტიკაში გვაქვს ნაგავი ქუჩაში დავაგდოთ, მაგრამ მოდი,  ნაგავთან მიმართებით მაინც აღარ ვიყოთ ქართველები-მეთქი..

ერთი სიტყვით, გავილექსე..

ბავშვი პირდაღებული მიყურებს, ვასასის რა უნდაო, ეკა და მარიტა ძირს წვანან ისე ხარხარებენ, ბავშვის პატრონი ბებია კი ყოველი შემთხვევისათვის მაინც მომიახლოვდა.. 

ჰოდა.. მე ამ ბავშვის დამოძღვრა გავაგრძელე..

პოლემიკაში ბავშვის სახელით ბებია ჩაერთო..

მე გავატარე და ყურადრება არ მივაქციე..

:ომერაუზრდელივარ:

და მერე წამოვედით..

გზაში ბავშვი დიდხანს მოგვყვებოდა და ხელს გვიქნევდა...

და მე სასაცილოდაც არ მყოფნიდა..   

ბავშვი დავაგოიმე რა..     

მაგრამ, ისე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რვა-ათი წლის ღლაპთან ურთიერთობა არა, მაგრამ მასზე დაკვირვება საინტერესოა..

ისაა კარგი, ზუსტად რომ ხვდები რას და როგორ აკეთებს.. და რა არის მიზანი კიდევ..

აი, რამდენიმე დღის წინ ინგლისურზე ვიყავი.

ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ასე, მესამეკლასელები დამხვდნენ..

სანამ მასწავლებელი გავიდა და შემოვიდა იქ, სადაც მეფენი თავისი ფეხით დაბრძანდებოდნენ, იმის გამო, რომ ჩემი ყურადღება მიეპყროთ, ერთმანეთი კინაღამ დახოცეს..

მე კიდევ არც შემიხედია მათთვის.. 

  

და ვიცი, რომ ძალიან ვანერვიულე.. 

და მერე თვითკმაყოფილებამ მომიცვა..

ოოო...

თვით ჰიტლერსაც კი უყვარდა ბავშვები...

და მე კიდევ...

  


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger