Saturday, May 16, 2009

წყლის ქვემოდან..

ჩემი ერთი მეგობარი მიყვებოდა უცნაურ ფობიაზე...
რომ წარმოდგენს, რომ ეს სამყარო ჰაერის ოკეანეა და თვითონ ფსკერზეა, სული ეხუთება მაშინვე და საშინლად ხდებაო..
სახლში რომ მოვდიოდი, სულ ამაზე ვფიქრობდი..
მერეც და ახლაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე..
საინტერესო ფორმულაა არა?..
და თავისებურად მართალიც..
გავიზიარე, მაგრამ ფობია არ ამყოლია ამისგან..

სამაგიეროდ, ერთ მშვენიერ დღეს რომ ჩავფიქრდი განზომილებებზე, უცებ, საინტერესო აზრმა დამარტყა. დავუშვი, რომ ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვარსებობთ, არ არსებობს, უბრალო ილუზიაა და, შესაბამისად, არც ჩვენ ვარსებობთ, ჩვენც ამ ილუზიის ნაწილი ვართ.
და რა იცვლება?..
ის, რომ ყველაფერი, რაც აქ ხდება, ჩვენი გრძნობები, მიზნები, მისწრაფებები, და, საერთოდ, ყველაფერი აზრს კარგავს და ადვილი ასატანი ხდება...
უფრო მარტივად უყურებ სამყაროს, ის მორალური თუ ფიზიკური ტკივილიც გაცილებით ასატანი ხდება..
თითქმის ვერ გრძნობ..
და შვებაა ეს...

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემს მიერ შექმნილ სივრცეში შვებას მართლა ვპოულობ..

მაგრამ, მეორე მომენტია აქ: მწყდება გული იმ კარგ რაღაცებზე, რაც სიამოვნებას მანიჭებს.. მაგალითად, მუსიკაზე, წიგნებზე, თითო-ოროლა ადამიანზე. თუ სამყარო და ჩვენ ილუზიის ნაწილი ვართ, შესაბამისად, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ მიერ არის ამ სამყაროში შექმნილი, არარსებული და ტუFტაა...
აი, ერთადერთი რამ, რაც გულდასაწყვეტია..

ისე, მართალი იყო ის რომ ამბობდა: ამ ცხოვრებაში თუ ალტერნატიული რაღაცები არ იპოვეთ, რაშიც შვებას იგრძნობთ, ეს ყოველდღიურობა და რუტინა მოგკლავთო...




3 comments:

თათია said...
This comment has been removed by the author.
თათია said...

http://www.youtube.com/watch?v=VzFpg271sm8

iasamani said...

არადა ჰაერის ოკეანე რომ იყოს, ოღონდ აქ ცურვა რომ შეიძლებოდეს, ისევე როგორც წყალში რა მაგრა გაასწორებდა..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger