Sunday, May 17, 2009

ჰხოდა ასე


არა, ცოტა სხვანაირად კი არა, საერთოდაც არ...  

დღეს მაინც დიდი დღეა. სამკვირიანი წვალების, მანამდე კი ერთთვიანი ჩიჩინის შემდეგ, როგორც იქნა ჯვარი დავწერე და ინფორმაციაზე თემა დავამთავრე თავის ყველაფრიანად.. 
რომ არ ვიცოდე რა სარგებლობას მომიტანს ის, კიბერნეტიკას, ინფორმატიკას და სხვადასხვა უცნაურ მეცნიერებებს რომ დავაკალი თავი, გავიფიქრებდი, რატომ გვავალებს ამას, მე ხომ ფიზიკა სკოლაშიც კი არ მისწავლია და რა ვიცოდი, ამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თუ კირკიტი მომიწევდა-მეთქი, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან არაპროფესიონალური კი არა...
 არაადამიანური კი არა...
 უმადური დამოკიდებულება იქნება.. 

ჰოდა...
ჰოდა ვიცი ახლა რატომ დავწერე, რატომ დამავალეს და კიდევ ის, რომ ძალაინ ბევრი არ წავიკითხე ამის თაობაზე..
სამაგიეროდ, ნორბერტ ვინერის ფანი ვარ და გავიგე, რომ სუსურუკუში ის უყვარდათ და ეშინოდათ ერთდროულად..
და ეს ჩემთვის ადვილი გასაგები აღმოჩნდა..
პირდაპირ ჩამეღიმილა..  

მეც ხომ...

თუ რაღაც ასეთი...  

მოკლედ, სემესტრის ბოლოა, წესით ტვინი უნდა მქონდეს გადამწვარი და უნდა ძალიან უნდა მინდოდეს ზღვაზე დილის ექვს საათზე...
ბანაობა კი არა, უკაცრიელ პლაჟზე გულაღმა გართხმა და ზღვის ხმაურით დამშვიდება..
შარშან რა ტრაგიკულად მინდოდა ეს გამეკეთებინა, ამ დროს უვკე გაჭედილი მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი..
ჯერ იყო და, ივლისის ბოლომდე ვერ გამოვაღწიე თბილისიდან, მერე ომი დაიწყო და...
და რა ზღვა...

უუჰუუ...
მომინდა ახლა ზღვაზე...

იმედია, წელს მაინც გავაკეთებ ამას...

მაგრამ ისე ძალიან არ ვარ ტვინის ამბავში გაჭედილი...
მოკლედ, ვხვდები, რომ ეს ერთი მხრივ, ერთთვიანი იძულებითი დასვენების შედეგია,ზაფხულში რომ მომიწია, და, მეორე მხრივ იმისი, რომ რაღაცები დავუშვი ჩემს ცხოვრებაში..
განსხვავებული და არაფრის მსგავსი...
  
ზზზღუა..
  
შავი ზღუუაა..
ჭუჭყიანი...
და მაზუთიანი..
მაგრამ, მაინც ზღუუაა...

ჰო, წელს წავალ ზღვაზე..
იმედი მაქვს, მაგრამ ჩემი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ორჭოფობს...

ეგ კი არა, ამ ბოლო დროს ცუდ სიზმრებს ვხედავ...
და ცუდი წინათგრძნობები მაქვს..  
სულ იმის შიშში ვარ, ვინმემ რამე არ ამომაცალოს და ჩანთაჩაბღუჯული დავდივარ...
ორ წუთში ერთხელ ვამოწმებ ფოტოაპარატსა და საფულეს...
პათოლოგიაში გადამეზარდა...
წიკად ჩამომიყალიბდა და გადაჩვევას არ აპირებს მანამ, სანამ ახალ, უფრო უარეს წიკს არ მოვიგონებ.  

P.S. ჰო, აი, რაღაცებს ვწერ, ვხუმრობ, ადამიანებს ვაგიჟებ, ხერხემალს ვუცახცახებ, ვსუნთქავ, ვსვამ "ფანტას" ალუმინის ქილაში, ვუსმენ ბლუზს (ამ ბოლო დროს ძალიან ამოვიჩემე), მაცვია ცალ-ცალი კედები, მაგრამ შიგნით ძალიან ცუდი რაღაცები ხდება..
საკუთარ თავს ორი დღის წინ პირობა მივეცი, მაგრამ არ ვიცი როგორ შევძლებ მის ასრულებას..
ამ ჩემმა თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერომაც რა უცნაურად გაჭედა. ამ საკითხზე ხმასაც კი არ იღებს..

ოოო...

და მე გამუდმებით მწყდება გული...
  


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger