Monday, May 18, 2009

ჩარჩო


სათვალისადმი მშობლიური მიდგომა მაქვს, რომ ვუყურებ, სულ ხერხემალი მიცახცახებს და ორივე თვალიდან ცრემლი მცვივა...

ჰოდა, წინა ოთხშაბათს ჩემი გადაკარგული ჯგუფელი გამოცხადდა ლექციაზე. ეგეც იმიტომ, რომ შუალედური გვქონდა და საიდუმლო სახით, შეხედე, მე რა მაქვსო, გამიყვანა გვერდით და თავის უზარმაზარ ჩანთაში ჩამაყოფინა თავი..

ერთი პერიოდი ვიფიქრე, ახლა ამან რომ თავი მოუკრას ჩანთას ხომ მივიგუდე ასე საყვარლად-მეთქი, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მას ამგვარი ბოროტი ზრახვები არ მოსდის ხოლმე თავში და, შესაბამისად, გადავრჩი.. სამაგიეროდ, სათვალე აღმოვაჩინე..

იმ გადარეულმა დაასკვნა, რომ კომპთან მუშაობით თვალთ დააკლდა და ჩარჩო იყიდა..

რა თქმა უნდა, გამოვტაცე ხელიდან და დავიკოსე..

ისე საყვარლად მომიხდაა....

ჰოდა ვიფიქრე, ხომ არ მეყიდა მეთქი..  

მაგრამ ათასჯერ გავიფიქრე და გადავიფიქრე, მერე ისევ მოვიფიქრე და გადავიფიქრე და ერთი კვირაა ამგვარ მოფიქრება-გადაფიქრების პროცესში ვარ...

ჰოდა, ისა...

თუ სათვალეზეა ლაპარაკი, ზამთარ-ზაფხულ ამგვარი სათვალით დავდივარ, რომელიც რატომ არ ვიცი, მაგრამ ერთმა ჩემმა ჯგუფელმა მაჩუქა. სიმართლე გითხრათ, რასთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ გამიხარდა რომ მაჩუქა.

წინა დღეს ხუთი სართული რომ ამოვიქოშინე უნივერსიტეტში, სკამზე რომ დავებერტყე და სათვალე რომ სინანულით მოვიხსენი, მიყურა, მიყურა და გამომიცხადა, ხვალ სათვალე უნდა გაჩუქოო და მეორე დღეს მართლაც მომიტანა..   

ისეთივე იყო თითქმის, როგორც წინა, მაგრამ არა ისეთი, როგორც იმის წინა...

უკუნი შუშებით და რამე..

ჰოდა, რაღაც პერიოდი შეთავსებით დავდიოდი ხან ამ სათვალით და ხან იმით..

მერე, ჩემი ჯგუფელის ნაჩუქარზე გადმოვედი მუდმივად..

არ მიყვარს ეს მონაცვლეობა და მომკალით.. 

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა..

დასკვნა:

სათვალოფილივარ.. 

ნუ, რას ვიზამთ, ასე გამოვიდა..

P.S.


აუუუ,ვიცი, რომ მაგარი იდიოტობა დავწერე..

  

ვინ მექაჩებოდა...

  


2 comments:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

მძაგს მზის სათვალე / ჭერქვეშ =D ოდნო-ებისთვის რო იღებენ ჰოლმე სურათს:|

Natalia said...

ჰეჰე,I like your blog :))


’ხერხემალი მიცახცახებს’ - :D :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger