Wednesday, May 20, 2009

”ნიუ”


დღეს, დიდი ჯახირის შემდეგ, წავედით სამივე ერთად, მივადექით იმ ზღაპრულ სადარბაზოს და დაიწყო არდავიწყება იმ სადარბაზოში მცხოვრებთათვის..

მოკლედ..

ჩემს ფოტოგრაფიით გადატაცებულ დაქალს დიდი ხანია, ოცნებად ჰქონდა ”ნიუს” გადაღება..

ჰოდა, როგორც იქნა ნატურა ვიგდეთ ხელთ..

ვიგდეთ რა..

აგერ ერთი ხელის გაშვერაზე ყოფილა, მაგრამ არც ის გამოთქვამდა სურვილს და ესეც ჩუმად იყო..

მოკლედ..

მივედით და მე რეპეტიციას გავდივარ..

რა უნდა გააკეთოს ფოტოგრაფის დამხმარემ ფოტოსესიის დროს..

უკვე მეორე ფოტოსესიაზე ვიყავი, მაგრამ ეს რა იყო..

კი არა..

დავდექი კარებში, ვინაიდან გადასაღები მოედანი სადარბაზოა და, შესაბამისად, უამრავი ადამიანი დადის: ქალები, ბავშვები, კაცები..

და მე დამევალა გარეპერიმეტრი მეკონტროლებინა და შემომსვლელი ადამიანებისათვის მომეხსენებინა: იცით რა, აქ გადაღება მიმდინარეობს და სამ ზომა მკერდს მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, რას ვიზამთ, თითო ”ნაკლი” ყველას გვაქვს...

ჰოდა, ჩანჩალას ვათხოვე ისა..

ჩემი ნაცრისფერი ჟაკეტი..

ვინმე დაუპატიჟებელი სტუმარი რომ გამოჩნდებოდა, რამე ხომ უნდა მიეფარებინა ურცხვ ადგილებზე?! და ხერხემალი მიცახცახებს, იმიტომ, რომ ბუნებით გამოუსწორებელ პედანტს არ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ გდია ჩემი საყვარელი ნაცრისფერი ჟაკეტი სადარბაზოს მარმარილოს კიბეებზე..

რამდენიმე კაცს ავუხსენი მდგოამრეობა..

და მათაც ისე გაიარეს, ვითომ ამგვარი რამ ყოველდღე ხდებოდა მათ სადარბაზოში.. მაგრამ აი, გამოჩნდა ქალი, 8-10 წლის ბიჭებთან ერთად..

და მე ენა დამება:

- მმმ.. ისა..

ქალბატონო..

ქალბატონო..

ქალბატონო..

ისა..

გადაღებაა..

ფოტოსესია..

ერთი წუთით..

იეკა.,,

ჩანჩალაააააა...

და ჩანჩალას კივილი:

- თააამმმმმმ!.. მომაწოდე შენი ჟაკეტი!..

და ჩემი უფრო განწირული კივილი:

- რა?.. ძირს დააგდე?.. გაგატან და გარეცხავ!..

ჩანჩალა თავს მიქნევს და ჩემს ნაცრისფერ ჟაკეტს იფარებს..

ვა..

მერე აზრმა დამარტყა: ახლა, ამ სადარბაზოს მცხოვრებლებმა რომ პატრულში გვიჩივლონ..

მომავალი თაობის გახრწნის მცდელობისათვის..

და ახლა იმათ უხსენი, რომ ეს ხელოვნებაა..

”ნიუ”, ”ნიუ”!..

ჰოდა, ისე ავცახცახდი, რომ დავანებე ამაზე ფიქრს თავი, მერე იმდენი ვიწუწუნე, რომ გადასაღებ მოედანზე მოვკალათდი..

მოკლედ, შეიჭრა მოდელი როლებში..

ფოტოგრაფიც..

მეც ვიპაპარაცე და, აგერ ერთ-ერთი ფოტო ჩემი პაპარაცობისა..

და გამოჩნდა მარმარილოს კიბეებზე ორი ახალგაზრდა ქალი.

ჩანჩალას ალმაცერად შეხედეს და უთხრეს: ახლა კაცები უნდა ამოვიდნენ და ასე ხომ არ დახვდებიო?.

და ჩანჩალამ ჩემი ჟაკეტი აიფარა..

ვსხედვართ და ველით როდის ამოვლენ კაცები, რომ მერე გავაგრძელოთ ფოტოსესია..

მაგრამ არ ჩანან..

გამოვიდა ქალი:

- დედა, აქ ბევრი ახალგაზრდა ბიჭი და ბავშვი დადის და შემოდი ჩემთან, ჩაიცვიო. ჩანჩალა გაუდგა გზას..

ისედაც ვრჩებოდით უკვე.

უცებ კივილი:

- დედააა!!!...

და მე იძულებული გავხდი, უკანასკნელი დამცავი საშუალება მებოძებინა ჩანჩალასათვის..

ფოტოსესიის შემდეგი ეტაპი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger