Thursday, May 21, 2009

ჩაი და მითოლოგია


დღეს დილით რომ გავიღვიღვიძე, ვიფიქრე რა გავაფუჭო-მეთქი.. უნივერსიტეტში ლექცია ორზე მეწყებოდა, სახლში ამ წიგნის კითხვით ტვინი გადამეწვა (მიუხედავად იმისა, რომ ”ცრუ ნერონი” მაინც სულ სხვაა), რესპოდენტი ყურმილს ისევ არ იღებდა..

ჰოდა, ამ მწარე ფიქრებში გართული გავედი სამზარეულოში ჩემი დამამშვიდებელი სითხე - ჩაი რომ მიმეღო, მაგრამ შენც არ მომიკვდე!..

სად არის ჩაი?..

აღარ არის...

აღარც გუშინდელი ფერი იყო..

არა, კი იყო, მაგრამ ფერი აღარ ჰქონდა..

ეგრეა, წინა დღეს დატოვებული მეორე დღეს აღარ ვარგა ხოლმე..

ჰოდა ამიცახცახდა ნერვები!.

ამითრთოლდა გული!..

ჩავიცვი ის კედი, რომელიც მომხვდა ხელში პირველი და გავვარდი საჯაროში..

ჰოო..

მიყვარს ეს საჯარო უკიდეგანოდ.. თავი სადღაც სხვა სამყაროში მგონია ხოლმე..

თან, კარგი მოგონებები მაკავშირებს მასთან.. რამდენიმე ძალიან მაგარი წიგნი წავიკითხე და, საერთოდ, უსაქმურობის ჟამს ჩემი ყველაზე საყვარელი თავშესაფარია..

ასე მივბოდიალდი.

დავჯექი და ვფიქრობ, რა ვქნა, რა წავიკითხო, იმიტომ, რომ იმდენი რაღაცაა და იმდენი კარგი წასაკითხი, რომ აღფრთოვანებისგან გული მიმდის და რომელს დავეტაკო პირველად არ ვიცი..

ამ რამდენიმე დღის წინ, ერთმა კარგმა იდეამ დამარტყა თავში აცტეკებთან დაკავშირებით. ჩემი გიჟმწერლური ჟინი ხომ არ დამეკმაყოფილებინა-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ამისათვის იმაზე მეტი ცოდნა მჭირდება მათზე, ვიდრე მაქვს,..

საჯაროში ყველა რესურსი ამოწურულია, ასევე გარებიბლიოთეკებში.. ამიტომ, უნდა ვიშოვო უნივერსიტეტში ადამიანი, რომელიც ამ საკითხებში ერკვევა. ამისათვის ძველი ნაცნობისა და დაქალის დის დახმარება დამჭირდება..

მოკლედ, მივადექი ეგვიპტურ მითოლოგიას.

დასაბამს და დასასრულს..

კი არა, ჩემს პირველსა და უკანასკნელ სიყვარულს ერთდროულად..

მერე სხვა მითოლოგიებზე გადავედი.. შევყევი, შევყევი და გახდა პირველი საათი.

ჩაი მინდოდა სასტიკად..

სადღაც ამოვიკითხე, ჩაის ადამიანი უფრო ადვილად ეჩვევა, ვიდრე ჰეროინსო..

(ღმერთო ჩემო, მე ნარკომანი ვარ? :O )

... და მეც დავიჯერე.. 

დავიჯერე და ასე დაჯერებული ჩავედი მეტროში, სადაც ჩაის რეკლამას ასე ურცხვად აკეთებენ.. 

კიდევ კარგი, დროზე მოვიდა მეტრო, თორემ სუიციდს ჩავიდენდი..

არა, დღეს ჩემი დღე არ იყო აშკარად..

ბატონმა თემურმა, როგორც ჩემმა მარჯვენა ნახევარსფერომ დიდი ხნის წინ იგრძნო, თემა დამიწუნა და ორივე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი სტუდენტი ერთად გაგვახარა: გადაცემებს რომ ვერ ასწრებთ, ეს არ შეგრჩებათ და მოგიწევთ ამ ზაფხულს საშემოდგომოების კეთებაო..

მმმ....

ერთი გადაცემა დამატებით..

ოოო, კარგი რა, ბატონო თემურ, რა საჭიროა ამდენი?.

აუ, დღეს უნდა დამერეკა მისთვის..

ჰმ, კარგ დროს გამახსენდა.. :(

ჰო.. საჯაროში რომ ვიჯექი, რამდენიმე მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთები შემომენახა (მე ხომ ამ სფეროს ექსპერტი ვარ): აზაგი, ლამა, ნამთარი, ანუბიიისს..

აუ, ანუბისი მიყვარს..

სახლში მოვედი ამოქოშინებული!..

ისეთი ამოქოშინებული, რომ მაღაზიაში შესვლა დამავიწყდა ღვთაებრივი სითხის საყიდლად..

და არ იყო სახლში ჩაი.. :(

კარგი რა, რატომ არ მიმართლებს?..

რვა საათამდე ვიტანჯე, მერე ერთი მოკლე ტექსტური უსტარი ვაფრინე უჩინარი ბუთი: ჩაი ამომიტანე რაა...

და ჩაი ამომიტანა!..

და მე რას ვაკეთებ?..

მეხუთე ჭიქას ვწრუპავ დიდი ნეტარებით, ნირვანაში წავედი და აქ რაღაცებს ვბოდიალობ...

ჰო, ხუთ ჭიქაზე ნუ ინერვიულებთ, მიყოლებით ათიც დამილევია..

ათი ჭიქა მუქი ჩაი...

ოოო..

ღმერთო, დალოცე ჩინეთის ის მადლიანი იმპერატორი!..


2 comments:

Natalia said...

:))


კარგია რომ ყავა არ გიყვარს მასე,თორემ 10 ჭიქა ყავა ერთ დღეში.. :D

vasasi said...

ოოო... ეგრე ხომ მოვკვდებოდი..

ღმერთო ჩემო, და მე როგორ მინდა სიცოცხლე.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger