Friday, May 22, 2009

რა მინდა?.


ოოო, ძაღლუკა მინდა...

კოკერ-სპანიელის ლეკვი..

ერთ კვირაში ვ20დები და შეგიძლიათ დაუვიწყარი საჩუქარი გამიკეთოთ რომელიმე თქვენგანმა..

ახლა ისე ვარ, ხელებს ვერ ვიმორჩილებ..

არადა, მარიტას ლუდის ბოთლიდან სულ რაღაც ერთი წვენის ჭიქა ლუდი დავლიე, მეტი არა..

ოო.. დიდი ტრიუმვირატის ეს ორი წევრი მიმაჩვევს ამ სასმელს და ღიპი დამედება, გავსუქდები და..

მოიცა რა, რა დროს ეს არის..

ახლა ისეთი მთვრალი ვარ..

ან, მგონი სულაც არ ვარ, უბრალოდ, თავს ვაგონებ რაღაცებს, მაგრამ ძალიან მეძინება და თავი მიბრუის..

ოო, ეს თავი რომ მე სულ მიბრუის?!..

მოკლედ..

იმ კვირაში საქმიანი გარჩევები იქნება..

და ის არის კარგი, რომ რაღაცებს, ბოლოსდაბოლოს, დაერქმევა საკუთარი სახელი. მართლაც ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ.. ”მერანის” პონტია თუ..

ღმერთო ჩემო, 

როგორ ვჭედავ...

რა შუაშია ”მერანი” და მისგან თელილი გზა?.       

ჰო, ორი საათიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ივანებს ტრიუმვირატი და მსჯელობს..

ამ მსჯელობაში წვიმა მოვიდა...

ძალიან მინდოდა აპარატით გადამეღო წუეთთთეებიი..

ე.ი. მეექვსე სართულიდან ვუყურებდი როგორ ცვიოდნენ ძირს და მე აღმოჩენა გავაკეთე: როცა წვიმის დროს პირდაპირ იყურები, ხედავ, რომ წვეთები კი არა, უწყვეტი ნაკადი მოდის, მაგრამ როდესაც გარკვეული სიმაღლიდან დასცქერი როგორ ცვივა წვეთები,  შენელებულ კადრად ჩანს და ხედავ, როგორ სათითაოდ ენარცხებიან გულქვა ასფალტს და სკდებიან ნაკერავზე... 

:პათეტიკისელემენტებიშემოვიტანე:

ზუსტად ისე, ადამიანი რომ ვარდება და ტვინს ასხამს ხოლმე..

რა?..

  

ჰოდა..

რა მინდოდა მეთქვა კიდევ.

”მადაგასკარი 2-ის” ყურება დავიწყე, მაგრამ ნერვები არ მეყო..

კი არა, ვერაფერს ვიგებდი რასაც ლაპარაკობდნენ და გავთიშე.. თავს მატკიებდა უზრდელურად.

ისე, ბავშვებიც თავს მატკიებდნენ.. კი არა, გავითიშე.. რაღაცებს ლაპარაკობდნენ და მე ტყემალზე ვიჯექი, ვერ შევყევი...

და ვფიქრობდი იმ უცნაურ სიზმარზე, რომელიც ვნახე..

არა რა, მაინც რატომ ეჯიბრებოდა ეს ფილოსოფოსი კაცი ახალბედა ეკონომისტს ( არ ვიცი რა ვუწოდო უფრო ზუსტად) და რატომ ეგონა რომ მენეჯმენტში მოუგებდა ვერ გავიგე..   

და ის უფრო მეტად ვერ გავიგე, რატომ ვიყავი ამ კაცის მხარეს.. მერე რა, რომ ჩემი უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა..

ჩვენი ეკონომისტების დეკანი რატომ არ იცავდა?..

ოოო..

მიყვარს ეგ კაცი რაღაცნაირად..

კი არა, პატივს ვცემ..

კიბეებზე მესალმება ხოლმე და დღემდე ვერ დავაკსვენი რატომ.. მე ხომ არ ვარ მისი სტუდენტი და ვერ მიშრობს სისხლს?.

ოჰ, ეს ფანტაზიები... 

კი არა, ის კვირა გიჟური მაქვს და მიყვარს..

აუ მთვრალი ვარ მართლა..

არადა, მართლა ნახევარი ჭიქა მაქვს დალეული. კათხა კი არა, ჭიქა, ჭიქა!.

ოოო.. მე მართლა ვერ ვიმორჩილებ ხელებს..

ისა..

ციმციმებს.. 

  


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger