Saturday, May 23, 2009

ადგილი, სადაც ბლატაობ ბოლომდე


ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ბოღმა მახრჩობს და სულ მინდა რუს ხალხს ერთი თავი ჰქონდეს, დარიას მოვკვეთდი და ეგ იქნებოდა..
დღეს ჩამოვბოდიალდი, სულ რაღაც ერთი საათის წინ.
ეს აბარგების და ჩამობარგების პროცესი მკლავს. არა, არ გეგონოთ, რომ კვარტალში ერთხელ ჩამოვდივარ. ასე, ყოველ შაბათს მშობლიურ ქალაქში ვივანებ ხოლმე და რაც შეიძლება მეტს ვვნებ, რომ მეორე კვირამდე ეყოს.
მაგრად მეზარება ჩემოდანზე ჯდომა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და.. ჯერ ერთი ვერ ვძლებ, მეორეც, მებუტებიან სახლში: აღარ გიყვარვართო.
და მე: რა?..  
ოო, ორშაბათს სემინარი მაქვს და მთელი 100 გვერდი უნდა ვისწავლო. ჰოდა, ვიფიქრე, ერთი 20 გვერდი რომ გზაში ვისწავლო, 20 გვერდით ნაკლებზე მექნება ეს გადამწვარი მტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დასაკლავი-მეთქი და გავშალე დავთრები. უცებ ზურგს უკან ხმა მესმის:

-ქვეყნის დემოკრატიის პირობებში ქართული ჟურნალისტიკა...

რაა?.

რა და გიო!. 
და ეგრევე ჩანთაში ჩავტენე ქსეროქსი. ერთი საათის მანძილზე ერთმანეთს ვაცოდეთ თავები..

ჰოო.. ჩამოვედი და შემოვდგი ფეხი უბნის დასაწყისში..
ჯერ იმაზე მეშლება ნერვები, რომ ჩვენს ქუჩაზე ორმხრივი დაუშვეს და რომელი მხრიდან დაგარტყამს ეს ოხერი მანქანა არ იცი. ერთი ქაოსია და მთელი საათი უნდა ელოდო როგორღაც რომ გაკვეტდე და მეორე მხარეს გადახვიდე, და მერე ის, რომ მეზობლებს თავი უნდა უქნიო, იდიოტივით უღიმო, მოისმინო კომპლიმენტები და გულის სიღრმეში იცოდე, რომ ის ამას სულაც არ ფიქრობს..
მოვედი აღრენილი. მოკლედ, მამაჩემმა აშკარად გადაწყვიტა კვირაში ერთხელ ხელმარჯვე ოსტატი იყოს და მარანში რაღაცებს აჭედებს..
(ოო, კარგი რა მამა, შაბათია, შეირგე, დაისვენე..)
ჰოდა, ამ ჭედების პროცესში რომ ვერ გამოსდის ისე როგორც საჭიროა (და, რა თქმა უნდა, არ გამოსდის) ნერვები ეშლება და ცუდ ხასიათზეა..
ისეთ ცუდ ხასიათზე იყო დღესაც, რომ მხოლოდ ცალყბად გადამკოცნა.. არადა, ჩამეხუტება ხოლმე..
ჰოდა გავიბუტე.

- თამო, ლუდი ამოგვიტანე რა..
(ოო, კარგი რა, დედა.. რა დროს ლუდია)...
ჰოდა გავდივარ ლუდის საყიდლად.. 
(მე რომ ფანტა მინდოდა?.)

და გამყიდველი, რომელიც მთელი ცხოვრება იმ ადგილას მუშაობს: თამუნა, როგორ ხარ?.. ახლა ჩამოხვედი? ოო, რა ხდება თბილისში?.
და მე ვუხსნი, რომ აზრზე არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ რუსთაველი ტუალეტად იქცა..

და გამყიდველის გაფართოვებული თვალები: რაა?..
მე: პური მინდა.. და ლუდი..
გამყიდველი: ლუდი არ გვაქვს.
და მე: რა?..
და მივდივარ მეორე მაღაზიაში.

გამყიდველი: შენ როგორ გამხდარხარ..
მე: რა?..
გასიებული ვარ ღოროვით, 61 კილო ვარ, 172 სმ. ამდენი არასოდეს ვყოფილვარ..
გამყიდველი: ადრე უფრო პუტკუნა იყავი თითქოს..
მე: აარა, რას ამბობთ..

გულში მესიამოვნა, თუმცა ვიცი, რომ ვაზელინია ესეც.

და ლუდით ხელში მოვდივარ..

ოო, რამდენი გამარჯობა უნდა ვთქვა..
რატომ არის გამოშლილი ეს ხალხი?.
კარგით რა, შემეშვით..
მანქანამ კინაღამ გამიტანა..
მრავალსართულიანი გულში..

სახლში: მოიტანე?. უი, რა კარგი გოგო ხარ..

ოო, დედა, შენთან ლაპარაკი მინდა..

დედა: ჭამე, ადამიანის ფერი არ გადევს.
ვჭამ.. რად მინდა ხვეწნა..
ამოვსკდი როგორც წესი და რიგი..
- დეე..
დედა: რა იყო?.
- უხ შენი!.. 
ეს უკვე მამაჩემია. ვერ დააჭედა, და, საერთოდაც, ფიცარი გატეხა.
მამა, ხომ გითხარი, დაანებე-მეთქი თავი.

მამა: სად არის ლურსმანი?
მე: დეე.. ნანა მასწი შემხვდა გაჩერებაზე, 26 ნომერ მარშრუტკას ელოდებოდა..
დედა: ჰოო?.. რაო, რა გითხრა?..
მე: რა ვიცი, როგორ ხარო, რა თბილისური იერი დაგდებიაო...
(რაა?..)  

ავაღწიე ჩემს ოთახამდე, აბა ქვემოთ ყურადღებას არ მაქცევენ დაა...
ოო, რატომ დაალაგეთ ეს ოხერი, რატომ, რატომ, რატომ?.
თავზე რომ მაყრია ვიცი სად რა მიდევს!..
ოოო...
მე: დეეეეედა!..
დედა: რა მოხდა?.
მე: რატომ დაალაგე ჩემი ოთახი?.
დედა: მტვერში და ბურში როდემდე უნდა იჯდე?..
მე: დეეე, კარგი რა.. მე მოვუვლიდი..
დედა: ოჰ, შენი გამოგვილი და მტვერგადაწმენდილი მაჩვენა რამე..

ოო, როგორი მცდარი წარმოდგენა აქვთ ჩემზე..

კომპიუტერი ჩავრთე.
ჩემი ძმა: თამო, მოვრჩით მე და მამა. დამსვი.

ოოო.. კარგი რა ძმაო ჩემო!..
და ჩხუბს თავს ვარიდებ. ანუ, ვსვამ..

ცოტა ხანში ვიბარებ..

ოოო...
დეე... სალაპარაკო მაქვს, მოიცადე ერთ წუთს..

ოო, გავალ მეორე შოკოლადსაც შევჭამ და დავბრუნდები..





4 comments:

nino said...

goreli xaar????? am postma chemi tavi gamaxsena :)

vasasi said...

ki, goreli var... :)))

ratom, shen raga?.. :D

nino said...

heeei mtlad zemliakebi vyofilvart, mec goreli var, galereastan vcxovrob :) shen ra ubneli xar? tu saidumlo ar ari :)

vasasi said...

me sadgurze vcxovrob.. ;) sualc araa saidumlo (sun)

ra kargiaa.. zemliaak!.. :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger