Monday, May 25, 2009

ბალიშით თავზე საწოლქვეშ


რა არ გასვენებს შენ ჩემო თავო ჰა?.

რატომ არ ისვენებ?.

რატომ ხარ მაზოხისტი და რატომ გინდა ეგონოთ სხვებს, რომ ეკაიფები?

მით უმეტეს, რომ ის სხვები შენთვის რიგითი ადამიანები არ არიან..

და მით უმეტეს, რომ გინდა მათთან უფრო მეტად დაახლოვება..

რატომ აკეთებ ამას?..

რატომ დასცინი შე ოხერო იქ, სადაც არ უნდა გააკეთო ეს?.

მით უმეტეს, მაშინ როდესაც ამას საერთოდა რ ფიქრობ..

ენა გისწრებს, ენა, ენაა!...

და ეს ენა დაგღუპავს შენ!..

სარკასტულობა არ შეიძლება ყოველთვის...

უნდა იცოდე, ეს შენი სარკასტული და არაადეკვატური აზრები სად უნდა აფრქვიო, ან უნდა აფრქვიო თუ არა!..

პრეტენზიები გაქვს რამე?.

რა, შენ რას იზამდი მის ადგილზე?.

ეეჰ.. შენ მართლა ისე მიიღებდი იმას, როგორი გულითაც წერდი..

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვალებში შესციცინებენ და არ იციან რითი მოიპოვონ მისი ყურადღება..

ჰოდა აგერ გამოჩნდა რაღა!..

ვიღაც იდიოტი ძალიან, ძალიან მაგარი ავატარით!..

იცი რა?.

შენ რა უფლებით?.

არ შემოვახედო ის...

და ამდენი მხოლოდ იმიტომ, რომ ეთქვა, რომ მას იცნობს, ისე კარგად იცნობს, რომ შემოახედებს და ვაი ჩემი ტყავის ბრალი!.

და მერე უკითხავი პირადი მესიჯი: იცი რააა.. დაიტოვე..

და მე: რაა?..

რა კი არა..

და მერე არაადეკვატური პასუხი..

ოო, კარგი ერთი!..

შენს დღეში მეც ვყოფილვარ..

უიმედო პონტია და მის მეგობრობას რომ აწვები!..

და რომ არაფერს იმჩნევ..

ან რა არის შესამჩნევი რო?!..

და კვარტალში ერთხელ უცნაური ადამიანები..

არა...

უცნაური წარმოშობის სიცარიელეები...

და გაურვკევლობა გკლავს ეს ოხერი!..

და როდის დაუსვამ წერტილს რო?!

არ იცი, იმიტომ, რომ არაადეკვატური რაღაცები ხდება..

საერთოდ, ვინ არის დებილი იმის გარკვევამ მომკლა რა!..

და თუ იცი ვინ ვინ არის, რატომ არ არქმევ თავის სახლებს ყველაფერს?.

რატომ არ არკვევ ეე?.

ხომ გაინტერესებს?.

იქნებ მეორე მხარე ისეთი უსინდისო და უტიფარია, როგორც ყველა..

და არა სინდისის ქენჯნის სმაილით..

ამოვიდა რა ყელში..

მერე რა, რომ იცინი და ხუმრობ ვიღაცის სისულელეზე..

დინება ხომ მიდის?!

რა საჭიროა ამდენი რაღაც. ადექი და პირდაპირ ჰკითხე..

გაარკვევ რაღაცებს..

ისიც გაარკვევს..

აკი, ”არ არსებობს გამოუვალი სიტუაციებიო?!”

და მე რა შუაში ვარ საერთოდ?

თავში ვარ..

ოოო...

ერთი საღამო მჭირდება და ეს განწყობა, რომ დავჯდე კომპიუტერთან და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა..

დავმშვიდდე მეც და ისიც..

და...

თამო..

კარგი რა...

ვერ გავიგე..

ოღონდ, მართლა ვერ გავიგე..

არა, ძალიან კარგად გაიგე ყველაფერიო. ასე მეუბნება ჩემი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო და ვიცი, რომ ის მართალია..

ოოო..

ჩემი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროვ, რატომ არ მეუბნები იმას, რაც მე მინდა?..

წავედი ბალიშისქვეშ.. მეძინება..

ჰუჰ!..


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger