Wednesday, May 27, 2009

მოვიდა მაისის ბოლო...




ამომსკდარი ვარ ამ ტორტით..
არა, ამით კი არა, ამის მსგავსი ტორტით..
და კიდევ ორი მელოდება შესაჭმელად..
მოკლედ...
ოჯახის წევრებთან უნდა წარვადგინო პროექტი და გეგმა: მაისის ბოლო კვირას გადავარქვათ სახელი და დაბადების დღის კვირა, ჭამა-სმის კვირა, ან რამე ასეთი დავარქვათ..
დღეს გამოსასვლელი დღეა..
ჰოდა უნივერესიტეტისათვის მოვიცალე..
არ მოვიცლიდი ჰო, ლექცია მქონდა.. თან შუალედური უნდა ვწერო დაა.. ხერხემალიც მიცახცახებს..
:S
ის შემეცოდა..
კი არ არის ღირსი, მაგრამ..
არა ღირსია შეცოდების აშკარად..
მოკლედ, გადავაგორებ ამ ერთ კვირას დაა...
ისა..
რა მინდოდა მეთქვა კიდევ..
გუშინ სასტიკი დღე იყო,
სასტიკი..
ბედნიერი დასასრულით..
(მარწყვის ტორტს ვგულისხმობ :D)
მოკლედ, მაისაშვილს რომ მაისაშვილოფილივით დავდევ, იციან ადამიანებმა. ჰოდა, თითქმის ერთი თვეა ვიღაც ნიკას ვეხვეწები მომცეს გიას გამოსვლები ლიდერთა სკოლაში.
გუშინ მეღირსა, უნდა შევხვედროდი..
ყავის სახლთან გავცუხცუხდი.
თან დისკები წავიღე, რა იცი, რა ხდება-მეთქი.
ჰოდა, აღმოვჩნდი ოფისში. ეს ნიკა აზრზე არ იყო ნერო პროგრამის, მგონი, მაგის კომპიც ვერ იყო, იმიტომ, რომ ვერც მე - თავად ნერო პროგრამის სპეციალისტმა ვერ ჩავწერე ის მასალა..
ჰხოდა..
მთელი ერთი საათი ვიჯექი და ველოდებოდი, როდის ინებებდნენ ჩემი პატივცემული დისკები, მაისაშვილის კადრებს დაევანებინათ მათზე.
მაგრამ შენც არ მომიკვდე!.
ხერხემალი აუცახცახდათ და არ ჩაიწერეს..
ვა, ვფიქრობ, აქ ღამისთევით ხომ არ ვარ-მეთქი, ჰოდა ჩემი საყვარელი MP3 მოვიმარჯვე..
ნიკა უყურებს მაცდური თვალებით და, მაგაზე ჩაგიწერო არ გინდაო?.
არა-მეთქი?.
გავშრი, გავმწარდი, გავმწვანდი, მაგრამ არც ნიკას ოფისში დარჩენის პერსპექტივა მხიბლავდა, ჰხოდა ასე უმოწყალოდ გავიმეტე ჩემი ერთი წლის მანძილზე ნაგროვები და ნალოლიავები მუსიკალური ბანკი..
კიდევ კარგი, წამლად "ლედ ზეპელინი" დამიტოვა..
თან მითხრა, მიყვარს ძალიანო.. ისე ვიყავი გამწარებული, სხვა დროს აუცილებლად შევამოწმებდი, ჩემთან გაიმარიაჟა თუ მართლა მოსწონს და რამეს ვკითხავდი, ჩამჭრელს, მაგრამ ახლა მართლა სასტიკად მიცახცახებდა ხერხემალი..
სულ კარგად ბრძანდებოდე-მეთქი ვუთხარი და წამოვედი..
ეე, ჯერ სად ხარ, თურმე ახლა იწყება.
მივედი სახლში და ჩემს ძმას მივწერე, რასა იქმს კომპი-მეთქი (ვინდოუსი უნდა გადაგვეყენებინა და წინა დღეს წაიღო). ის მწერს, რა რას შვრება, საშინელი გაციებული.. კი არა, დავირუსებულია და D დისკიდან ყველაფერი წავშალე ჩემი, შენზე ვუთხარი, შეინახეო, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მაგასაც მიაშლიანო..
აუუუხ!..
რას ნიშნავს მიაშლიან, მთელი ჩემი წინა და წლევანდელი წელი შევაწირე ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტი სახის დადგენაზე მასალების ძიებას, როგორც დოკუმენტურს, ასევე ვიდეოს.. ჰოდა ეგ რომ წამეშალოს..
ვაიმე დედა!..
დამცეცხლა ერთიანად..
ისტერიკაში ჩავვარდი,.

და ვწერ: შენი ჭირიმე, ოღონდ ეგენი არ წამეშალოს, ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი, მაგრამ როგორ გინდა გააგებინო რა მნიშვნელობის მატარებელია ეგ დოკუმენტები ჩემთვის?.
დიპლომის გარეშე ვრჩები უმაგითოდ, ფაქტობრივად..
ჰხოდა..
არ ვიცი რა არის შედეგი..
ისე მიცახცახებს ხერხერმალი, ერთიანად გადმავიწყდა ყველა ლექტორი, ყველა ფოტო და ჩემი განადგურებული მუსიკალური ბანკი..
ოოო..
ამას საღამოს ისიც დაერთო, რომ ფოტოაპარატის ელემენტების დამტენი საყვარლად გადაიწვა..
თან, პარასკევს გამოცხადებულია წვიმა და ლისის ტბაზე ვერ ავალთ სავარაუდოდო დაა...
ჰხოდა ისტერიკიდან ვერ გამოვსულვარ ჯერ კიდევ..
რა კარგია, რომ ეს მარწყვის ტორტი არსებოობსს..
ოოოო.....


4 comments:

Katten försvann said...

სმა ჭამა მიყვარს. დაბადების დღეებიც, მარწყვის ტორტებიც. და ყველაფერიიიიიი :)

vasasi said...

მეც, მაგრამ ამდენი დაბ.დღე ერთ კვირაში გადამღლელია.. :D ოოო... თან ჩემი დაბ. დღე ხურავს სეზონს.. (sun)

iasamani said...

სულ ასეთ გულ-დამწვავ პოსტებს რატომ წერ?
ცუდად ვხდები )))
ხო, და კიდევ ეცადე ენთერები ნაკლებად იხმარო. ენთერის ნაცვლად წერტილი რომ დასვა აჯობებს (იხილე ჩემი და ყვავას შესაბამისი ვიდეო პოსტი)

vasasi said...

depresia maqvs da mag pontshi etyoba :D :D :D
an arada, egre gamomdis.. :D
isedac, tragikomikuri ragacebi momwons.. :))

hxoda ra vici.. me ase momwons da ase vwer.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger