Saturday, May 30, 2009

ოოო....


გუშინ ხომ იყო გამოცხადებული სიყვარულისა და სიხარულის, აგრეთვე შინაურული ვაზელინის დღე, ჰოდა ლუდი დავლიე..

მთელი ორი ჭიქა!..

ცხოვრებაში მანამდე არაფერი დამილევია..

მერე გოგოები ტუალეტში შევიდნენ, ერთი ნახევარი საათი იყვნენ იქ, გამოვიდნენ და ჩუმად რაღაცებს ჩურჩულებენ..

აბა ახლა მე რის ვასასი ვარ, რომ ყური არ მოვკრა საუბარს?!

ჰოდა ჩავაცივდი, რა არის რომ ლაპარაკობთ-მეთქი..

არა შენ, არა შენო, დაიწყეს..

ჰოდა, საბოლოოდ, ეკამ ამოაძვრინა ჩანთიდან და გამომიწოდა ეს წიგნი, რომლის დანახვაზეც თუ ადგილზე არ მოვკვდებოდი ბედნიერებისაგან არ მეგონა..

წიგნი გადავშალე და აი:

ოოო, როგორ არ შეიძლება არ ამიჩუყდეს გული?!.

ახლაც მიჩუყდება და მაშინ რა მომივიდოდა, ორი ჭიქა ლუდი რომ მქონდა დალეული?.

აქ რაც წერია, სულ ზეპირად ვიცი რომელს რომელი ფრაზა ეკუთვნის, ეს ”სიხარულები” კი შემოგდებულია ვაზელინების ლექსიკონიდან..   

ცრემლები კი შევიკავე, მაგრამ ხერხემალი სასტიკად ამიცახცახდა..

ოოო, რა კარგები ვართ ყველა ერთად..

ხუთივე..  

გმადლობთ ბავშვებო, გმადლობთ...         


1 comments:

Buda said...

Zalian sayvareli molocva iyo :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger