Sunday, May 31, 2009

ჩანაწერები წარსულიდან (ნაწილი I )


დღეს ვიქექებოდი, ვიქექებოდი და კიდევ ერთხელ ვიქექებოდი ჩემს საყვარელ მაკულატურაში, რომლითაც ოთახი სავსე მაქვს... 

ჰოდა, წავაწყდი ოთხ უსაყვარლეს რვეულს, რომელიც სულმოუთქმელად გადავიკითხე და ისეთი ნოსტალგიით ავივსე, ცრემლები  მომაწვა...

მოკლედ, მთელი ხუთი წელი გასულა..

ხუთი..

და რომ ვკითხულობდი, სულ ერთიანად გაცოცხლდა ჩემს თვალწინ ყველაფერი, აი, როგორ ვწერდით ისიც, რომელ გაკვეთილზე, რა ხდებოდა იმ გაკვეთილზე..

ზოროც გამახსენდა, ყველაზე ხშირად მის გაკვეთილზე ვეჭორავებოდით ხოლმე ერთმანეთს, კი ხედავდა, მაგრამ თვალებ ხუჭავდა. საერთოდაც, ყველა მასწავლებელი ხვდებოდა, მაგრამ ყველა თვალებს ხუჭავდა..

ზორო მაინც სულ სხვა იყო, ძალიან ვუყვარდით ორივე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ან ერთი ან მეორე ამ სიყვარულს სათანადოდ ვაფასებდით.

ვცუღლუტობდით სასტიკად. ბოლოს ისე ვაკეთებდით, რომ სახლში აღარ ვსწავლობდით ისტორიას, იქვე ვკითხულობდით, სიის ამოკითხვამდე და მერე თუ გამოგვიძახებდა, იმას ვყვებოდით. საკმაოდ კარგად..

არ მახსოვს ან მე, ან სოფოს ოთხიანი მიგვეღო..   

ფიზიკის გაკვეთილებიც მახსოვს, თუმცა, ჩანაწერები ამ გაკვეთილიდან თითქმის ვერ აღმოვაჩინე..

ან რას აღმოვაჩენდი, როდესაც ყოველ გაკვეთილზე მიზეზს ვპოულობდით აქეთ-იქით რომ გვებოდიალა.

ხან სოფოს დედას დარჩებოდა ”გაზი ჩართული”,

ხან დედაჩემი გამომოძახებდა საქმეზე სახლში.

ერთხელ მახსოვს, უტიფრად მოვიტყუეთ. ნანული მასწს ვუთხარით, ქინძისთავის მოსატანად მივდივართ, აგერ ფარდა გარღვეულია და უნდა დავამაგროთო..

ნანული მასწიც იღიმებოდა და გვიშვებდა..

მოკლედ...

მას შემდეგ დრო გავიდა..

ისტორიის მასწავლებელი ”ზორო” შარსან ზამთარში გარდაგვეცვალა. კარგი კაცი იყო, მერე რა, რომ ერთი წელი არ მახსოვს მისი ისტორიის გაკვეთილებიდან, სამაგიეროდ, აბიტურიენტობის დროს მოვიკალი ისტორიის ჟინი და ზედმიწევნით შევისწავლე.

ნანული მასწავლებელი სკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახავს. ანუ, მთელი სამი წელი.

მე და სოფოს ახლა ერთმანეთისაგან ათასობით კილომეტრი გვაშორებს..

მხოლოდ სკაიპით ვურთიერთობთ, ისიც მაშინ, როდესაც გორში ვარ.

ასე ვსხედვართ საათობით და ათას რაღაცაზე ვჭორაობთ, ვიხსენებთ, ხერხემალი გვიცახცახებს და ა.შ. 

ისიც არ ვიცი როდის ვნახავ, როდის ჩავეხუტები.. სურათებით ვიცი მისი პატარა, ხანდახან ტელეფონში მისი ჭყვიტინი მესმის, ერთხელ კიდევ, ვიდეოთვალით დავინახე..

სოფოს ჰგავს, მასავით ქერაა და ლამაზი, მონაცრისფრო-მოცისფრო თვალები აქვს..   

ბავშვები არ მიყვარს, მაგრამ ის სოფოს შვილია. 

ანუ, სოფოს ახალი სტატუსი აქვს, რომელსაც ჯერ ვერ ვითავისებ..

სოფი, მაპატიე, მაგრამ რამდენიმე ამონარიდი უნდა დავდო აქ ჩვენი საუბრიდან.. 

ვიცი წინააღმდეგი არ იქნები..   

მაშ ასე! ნაწილი პირველი:

26.03.03. 10:09

სოფო: - ქადა მინდააააა???

მე: - ცეცხლე მერე, ვინ გიშლის?

სოფო: - აქ ხომ არ დავიწყებ ახლა, შე უნამუსო?

მე: - ჩემი თბილისის ნომერი მოგცე?..

სოფო: - ხო, მომეცი, მომაცეცხლე.

მე: - მოგაცეცხლავ. შე დამპალო, ცხრის ნახევარზე დარეკე, თორემ გაგპუტავ.


24.03.03. 12:10

მე: - იცი ვის ვუყვარდი პირველიდან მეექვსემდე?

სოფო: - აბა მითხარი, გამახარე.

მე: - ზაურის. რა სასაცილოა არა?

სოფო: - ეხლა ჩემი ნება რო იყოს გადავიხარხარებდი.

მე: - აუ რა. სოფო, აქედან ერთად წავიდეთ. მე დედაჩემთან მივალ, შენ კი სახლში. მალე მვოალ და გეტყვი, ეკლესიაში წავიდეთ-თქო, კარგი?

სოფო: - დედაშენი რომ სახლში არ იყოს?

მე: - სახლში იქნება.



2.04.03. 10:31

მე: - შე უვარგისო. რატო არაფერი მითხარი ფიზიკაზე. ისე მეწყინა რო რა ვიცი. შე დამპალო შენა.

სოფო: - რა უნდა მეთქვა, შემოხვედი დაბღვერილი, კინაღამ გული წამივიდა. წეღან ”ზორომ” რომ ამოაფურთხა, მეგონა ნაწლავები და შინაგანი ორგანოები ამოაყოლა-მეთქი.

მე: - ნუ უზრდელობ. ახლა რომ ეს რვეული წამართვას და რომ წაიკითხოს რას ფიქრობ?

სოფო: - მერე რა, წავა ეზოში და ამოიტანს.

მე: - სოფო, ****ს სახე გაებადრა, ახალ წერილს გვიწერს, მე მგონი, დაიჯერა.

სოფო: - ეგრე ეგონოს. იმედი მიეცეს.

მე: - უი, გუშინ  ”რა ხდებაში” შენი ნიკუშა იყო.

სოფო: - მერე რა ქნა?

მე: - სიცლით გადაბჟირდა. ბესო ბერულაშვილი, ინგა გრიგოლია და ნინო დარასელი იყვნენ. მაგარი კარგი იყო.

სოფო: - იმღერე რამეს უყურე. მე ახლა ნიკა კი არა, იქ რომ ბიჭი იყო, ის მიყვარს.

მე: - რომელი, მასხარა თუ ვანიკო?.

სოფო: - ვანიკო.

მე: - აუ, რა ბანძი ხარ კარგი გაგებით.

სოფო: - მადლობთ.

მე: - არაფერს.

P.S. ეს ვანიკო, ნიკუშა, მასხარა და იმღერე რამე რა ან ვინ არიან, არ ვიცი, აღარ მახსოვს.

PP.S. გაგრძელება იქნება..   


2 comments:

ნინი said...

ძველი ჩანაწერები-ეს ის რვეულ-ფურცელ-ბლოკნოტებია, რომლებსაც ვერასოდეს შეველევი. სამ დაქალს ერთი საერთო ბლოკნოტი გვქონდა, "ჩარლის ანგელოზებს" ვეძახდით. ერთ-ერთი ამ სამიდან 6 წლის წინ ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად და იმას გავატანეთ თან. ამას წინათ ოდნოებში მომწერა, ჩემს ალბომებში შედი, რაღაც დევსო. შევედი და... ჩვენი ბლოკნოტის--"ჩარლის ანგელოზების " სურათი დამხვდა. გული ყელში მომებჯინა სიხარულით, ნოსტალგიით. ცოტაც და ავბგავლდებოდი, თავი რომ არ შემეკავებინა. :)

Sophie Golden said...

LOOL
მეც მიყვარს ძველი რვეულების აღმოჩენა და რაღაც ცანაწერების პოვნა :) მე და ჩემი კლასელები რომ ვწერდით ხოლმე გაკვეთილზე, ან ბიჭებზე, ვინც მოგვწონდა :)

საყვარელი ბლოგია, მიხარია, რომ აღმოვაჩინე.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger