Tuesday, June 2, 2009

მზადება ვალპურგის ღამისთვის

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ერთ საღამოს, ზუსტად 24:00 საათზე, კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღეთ, არავინ იდგა. სამაგიეროდ, კარის წინ დადებული პერგამენტი შევნიშნეთ.

შემოვიტანეთ, გავხსენით და ჰოი საოცრებავ!.

მოსაწვევი იყო ვალპურგის ღამეზე...

ნუთუ ისე დავკარგავდით სინდისსა და ნამუსს, რომ უარი გვეთქვა ამ მოწვევაზე?.

რა თქმა უნდა, არა!.

მაშინვე გადაწყდა ვინ უნდა წასულიყო, მაგრამ მისვლა უნდა ყოფილიყო საოცარი, ინტრიგანული, სასწაული, ისეთი, როგორიც არასოდეს არ უნახავთ ვალპურგის ღამის არსებობის 12394439 წლის განმავლობაში.

მოსამზადებელი პერიოდი.

დღე პირველი:

დიდი მსჯელობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ქოლგით ვსტუმრებოდით ჯადოქართა სამყაროს.

მზადების პროცესი რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ერთად ვსწავლობდით ფრენას..

ვსწავლობდით რა, ის სწავლობდა, მე ვაფიქსირებდი, ქვემოთა მეზობელი ნანა კი ხერხემლის ცახცახით იწვა და ტკბილად ეძინა..

დიდი ხნის ცოდვილობის შემდეგ, როდესაც მეც, ხათოც და ჩემი აპარატიც დაიღალა, გამოვიდა ის, რაც გვინდოდა. შევძელით ფრენა.

მესამე დღე.

ცდა ნომერი მეორე:

და ამ ცდებში მოგვიახლოვდა ვალპურგის სასწაულმოქმედი ღამე.

ჰოდა მოვემზადეთ ღირსეულად...

ყველა ერთად.

მე, აპარატი და ხათო...

ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, აგრეთვე მას შემდეგ, რაც ამოვქექეთ ყველანაირი ლიტერატურა ვალპურგის ღამის კონტროლ ფეისის შესახებ, გადავწყვიტეთ, რომ ქოლგისთვის თავი დაგვენებებინა.

და მე რა ვქენი?.

მოვიპარე ბაიას ცოცხი (რა დასამალია, რომ ყოველ დღე ცოცხით მოდის უნივერსიტეტში?) მოვუჭირე ამორტიზატორები, დავზეთე, ლაქი გადავუსვი და მოვამზადე ხანგრძლივი მოგზაურობისათვის.

აგერ, გახდა თორმეტი საათიც ვალპურგის დროით.

ჰოდა, შეჯდა ხათო ცოცხზე, პირთამხდე გამოვაღეთ აივნის კარი და..

და დანარჩენს ხვალ მოგიყვებით, მას შემდეგ, რაც ხათო დაბრუნდება დიდი შეკრებიდან და  დაწვრილებით მომახსენებს ყველაფერს.. :)


2 comments:

Natalia said...

რა მაგარი ფოტოებია! :)

vasasi said...

შემოქმედი ვარ თავიდან ფეხებამდე :თვითკმაყოფილისმაილი:

თან, რაც მართალია მართალია, ნატურაც მიწყობს ხელს.. :დ


მადლობაა... :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger