Thursday, June 4, 2009

დაღლილი პოსტი



მართლა დავიღალე..
ფიზიკურადაც და სულიერადაც..
უფრო სულიერად..
დეპრესიული კი არა, დაღლილი პოსტია ეს, ოღონდ ნოღაიდელისა და შალიკოს ხსენებას არ ვართ :P

აი, ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები.,.
როდის, როდის, რომ გავიქცე!..
გავიქცე..
გავიქცე!..
და აღარ მოვიხედო უკან..
ვირბინო და სირბილში ვიგრძნო როგორ მეხსნება სტრესი..
მერე ლურჯი ზღვა უკაცრიელი ყვითელი სანაპიროთი, ქოქოსის პალმით, გარეული ცხოვლელებით..

დავწვე გულაღმა ყვითელ ქვიშაზე და დაველოდო ტალღას, რომელიც გადამივლის ზედ, სულს შემიხუთავს და ცოტათი შემითრევს თავის სიღრმეში..
მერე გამოვძვრები..
მერე ისევ შემითრევს..
და კარგად ვიქნები... :))

ან ვიქნები რო?!

რა საჭიროა ამდენი დავიდარება?.
მოდი, ბოლო ერთი თვეღა დარჩა..
მერე, ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო საინტერესო რაღაცებს გპირდება..
კაიფიც კი არ სჭირდება ისე..
საოცარია არა?.

რა არის საოცარი!..
ერთი თვე სათქმელად ადვილია, აბა მიდი და შეასრულე!.
ერთი თვე გაუძელი ამ გამუდმებულ ტვინის ტკივილს..
გადაიწვა უკვე, აღარც არსებობს.. :(

ნეტავ ჩანჩალა მართალი იყო?..
მართლა უარს ეუბნებიან გერმანიაში წასვლის მსურველებს?..
რა ვიცი, არამგონია..

ან რატომ დავსვი ეს კითხვა?.
ერთი კვირაც და..
მაგრამ არც იმ ერთ კვირას არ გავაკეთებ არაფერს..
მე ხომ ქართველი ვარ, როგორ მეკადრება ცოტა დავიხარჯო... :D

მინდა ვიყო..
კი არა, შენც გექნება...

და, საერთოდაც ზღვაზე მინდა...
დასვენება მინდა...
ტვინის ტკივილმა გამიაროს მინდა..
გაქცევა მინდა..
აი, სულ მინდა მოგშორდეთ..
დავიღალე და ამოხვედით ყველა ყელში თქვენი უაზრო და უნიჭო რევერანსებით...
და იცით რომ ამას ვერ ვიტან...

წადით რა, არ დამელაპარაკოთ!


2 comments:

Natalia said...

როგორც მივხვდი, გერმანიაში შეიძლება წახვიდე ხო? სოუ ქულ! : )

vasasi said...

გერმანიაში?..

არა, მე არა...
სხვა მიდის და.. :)))

:(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger