Friday, June 5, 2009

ნული


გაშავთეთრება.

მეტი არაფერი.

რატომ ვწერ დეპრესიულ ფონზე?.

ღამეა და მოიტანა ალბათ..

არა, სხვა მიზეზია აქ..

ვერ გავიგე რა გინდა..

იცი შენ, ვისაც გეუბნები!.

დავიღალე, მართლა დავიღალე და ვერც ერთს ვერ გიტანთ უკვე!..

ვერც ერთს...

ვერავის აბსოლუტურად...

რომ ვითიშები მაგის ბრალია..

ამოხვედით რა ყელში..

წავალ, გავიქცევი და გადავიკარგები!.

არ დაგინახოთ რომ მომიკითხოთ!

არ დაგინახოთ რომ გაგახსენდეთ!.

რატომ არ გინდა გაიგოთ, რომ ხანდახან სულ ფეხებზე მკიდია თქვენი განცდები ისევე, როგორც თქვენ გკიდივართ ფეხებზე!..

თავს რომ ვაქნევ ეს იმას არ ნიშნავს რომ მაინტერესებს რამე..

საერთოდაც არ მაინტერესებს..

საერთოდაც არ ვინტერესდები..

საერთოდაც არ ვიძაბავ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს..

აღარ სჭირდება ამ საცოდავს, ისედაც გადამწვარია..

და, საერთოდაც, არ ღირს ნაგვად..

კარგად გრძნობთ თავს ხომ ჩემს ხარჯზე..

გეგონოთ!..

იმაზე გაცილებით დიდი ეგოსიტი ვარ ვიდრე თქვენ გგონიათ!.

P.S. ლირიკული გადახვევა:

გუშინდელი უნდა მოვყვე..

წვიმაში რომ შევედით ჩვენს კაფეში და ის მოხუცი რომ შემოვიდა..

ნათელა ერქვა..

სახელი კი არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ვასასური თვალებით დავინახე მოწმობას რომ ქექავდა, ნათელა ერქვა..

და შემეცოდა მაგრად.

მთავარი მართლა ლუდი არ არის ამ შემთხვევაში..

და არც ის, ვინ ვის და როგორ ამოარჩევს..

რიტორიკული კითხვა: იქნებ ბედნიერი ვარ?

სასოწარკვეთილის პასუხი: ციალას ბედს ხომ გადავრჩი..

ეს სულაც არ არის პასუხი.

უბრალოდ, თავის ამით იმშვიდებდა და ძალიან ნანობდა რაღაცებს..

გათხოვილიყო მაინც, არც მარტოხელას პენსია დასჭირდებოდა და არც ჩვენს მომავალზე ინერვიულებდა..

არც თავის დიშვილებზე..

არც სიძეზე..

არც სახლზე..

არაფერზე..

ოოო...

მე რა ბოროტი ვარ მაინც..

არადა, ვიტყუები..

მინდა ბოდიში მოგიხადოთ..

პერსონალურად ყველას...

რა გინდა შენ კიდევ მეტი, აზრზე ხარ საიდან გებოდიშები?.

მაგრამ მაინც ხომ არ წაიკითხავ ამას არასდროს, მანამ, სანამ ლინკს არ მოგცემ..

მაგრამ იმ ლინკსაც არ წაიკითხავ..

მინდა კიდევ რაღაც დავწერო..

სოფომ რომ წაიკითხა..

და რომ დავინახე თვალები რომ ამოიწმინდა..

და მერე რომ გათიშა..

და მერე ცალკე ტელეფონზე რომ დამირეკა..

მივხვდი, რამდენად ღირებულია ის რვეულები..

აი, ის ნაჯღაბნები..

არ ვიცი სოფ, შენ რას ფიქრობდი როცა ვწერდით, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ დამჭირდებოდა ზუსტად ამ პონტში..

თუმცა, არ მეგონა ასე შორს თუ იქნებოდი ჩემგან როდესაც მის ამოქექვას გადავწყვეტდი..

მინდოდა, ერთდ დავმსხდარიყავით ჩემი ყვითელი ოთახის იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე და წაგვეკითხა..

იქ ხომ იმდენი სასაცილო და საინტერესო რაღაც წერია..

აქ რომ არ დაიდება..

რომ არ გაუფასურდეს..

და ტაბუირებული რომ არის..

მაგრამ მე მაინც ამოვარჩევ რაღაცებს და დავდებ..

და წაგაკითხებ..

და გაგახსენებ..

და გაგახარებ..

და აგატირებ..

და მომინდება ჩაგეხუტო..

და მე არ ვიცი როდის ჩაგეხუტები..

ან, საერთოდაც, თუ ჩაგეხუტები..

თქვენ კიდევ, მე არ ვარ დედათქვენი!..

ყველაფერზე ნუ მირეკავთ და ნუ მეკითხებით რაღაცებს..

სულ ფეხებზე მკიდია თქვენი სულელური პრობლემები!. 

დადექით და მოიგვარეთ!..

P.S.

ხვალ ყველაფერი კარგად იქნება..


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger