Sunday, June 7, 2009

ლუზერ


აბა რა ჯანდაბა ვარ!.. ყოველთვის ასე მემართება.. :(

ჯერ სანამ რამეს გადავწყვეტ..

მერე სანამ თავს მოვაბამ..

მერე სანამ მივიტან იდეას იქამდე, სადაც ჯერ არს...

მერე, სანამ ხერხემლის ცახცახს დავიოკებ..

და წვიმა, შე საზიზღარო!. ვერ გიტან!.

რა ჯანდაბა მოგარბენინებდა, დატეულიყავი ცაში!..

შუადღისას რომ გეწვიმა მოკვდებოდი და აორთქლდებოდი?..

არა, მაინცდამაინც ღამე უნდა გეწვიმა...

მაინცდამაინც დღეს, როცა მწვანეში უნდა გადამეღო და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ყველაფერი შეთანხმებული იყო!.

კიდევ, მანამდე არ უნდა გადაგეღო, სანამ ნერვების წყვეტით არ დავურეკავდი რეჟისორს და ჩემი უკანასკნელი ერთი ლარით მთელი საათი არ ავუხსნიდი ვინ ვარ, რატომ ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებაში (კიდევ კარგი, ჯეოსელი ჰქონდა)..

და კიდევ მანამდე, სანამ რესპოდენტი ფეხზე არ წამოვაგდე უკანასკნელი 30 თეთრით განხორციელებული ზარით და არ ავუხსენი, რომ გარეთ წვიმდა და ვერ გადავიღებდით!.

(იქნებ როგორ გვიან დაიძინა, ან იქნებ საერთოდ არ ეძინა, იქნებ, საერთოდაც,  უძილობა აწუხებს?.)

წვიმა, შე ოხერო, ბუ მაინც გამოგეგზავნა და გეთქვა, რომ ჩამოქცევას აპირებდი, არ ავდგებოდი დილის ექვს საათზე, არ ჩამოვბოდიალდებოდი თბილისში, ვიჯდებოდი გორში, ჩემს ყვითელ ოთახში (ნუ, პრინციპში, ახლაც ყვითელ ოთახში ვზივარ) და გადავიკითხავდი იმ დედანატირებ ქსეროქსებს, სულს რომ გვხდის!..

და, შენ თუ ჩემი ნერვების მოშლა გინდოდა, აღარ იყო საჭირო, ისედაც მიძონძილი დავდივარ, მეც არ ვიცი რატომ.. 

ახლა შენ, მზევ!.

მომხედე აქეთ!.

ნამუსიც კარგი საქონელია რა!..

ჯერ იყო და 29 მაისს გამომიცხადე შვებულება, არ გინდოდა რომ ავთრეულიყავი ლისის ტბაზე ხომ?.

მიუხედავად იმისა, რომ გადასარევად იცოდი, 2009 წლის 29 მაისი რომ აღარასოდეს დადგებოდა!

კარგი, ეს გადავყლაპე!.

ვიცი რომ არ გევასები..

თან, ლისის ტბაზე ყოველთვის ავალ..

მაგრამ ახლა რა ჯანდაბა გინდოდა ჰა?..

ეს ოხერი წვიმს, წვიმს..

ხომ შეგიძლია აცალო ბოლომდე და ეგ მახინჯი ცხრა თვალი არ გადმოფინო ცაზე?.

ოოოხ..

ახლა უნდა ვიჯდე ბატივით ასე, ჭალაგანიძის ქსეროქსებში კისრამდე და ვიკითხო მესამედ, მიუხედავად იმისა, რომ ისე არ მაინტერესებს, როგორც ფიზიკა..

მიდი აბა გაიმართლეთ თავი ან ერთმა და ან მეორემ!..

არ დამიწყოთ ახლა განგებამ ინება დღეს რომ ჩამოვქცეულიყავიო და ასევე განგებამ ინება ცხრავე თვალი რომ გადმომეფინა ცაზეო.

სინდისი არ გაქვთ არც ერთს, ჩემი დედას გეფიცებით!..

მორალსა და ეთიკაზე ხომ აღარაფერს ვამბობ!.

ვახსთ!

მერე კიდევ დამიწყებთ, რატომ არ აკეთებ არაფერსო!.

როგორ გავაკეთო, როდესაც ბუნებაც კი ხელს მიშლის იმაში, რომ ვიყო ჟურნალისტი!.

არა რა, ჩამებარებინა ეკონომიურზე ჭავჭავაძეში..    

მერე რა, რომ სულ სხვა რაღაცაა ჩემი მოწოდება!..

ჯანდაბა!..

გავეთრევი ახლა და მივხედავ იმ ქსეროქსებს..

თან მშია და ამოვსკდები..

დიეტა არა შემწვარი კარტოფილი!..

პ.ს. რაო მზეო, შეგრცხვა და შეიმალე ღრუბლებში?!..

წადი აქედან, ვერ გიტან!.   


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger